“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების გათამაშების დაწყება გუნდის ლიდერის ლამინ იამალის გარეშე მოუწევს.
იამალი ტრავმირებულია, რის გამოც მან “ვალენსიასთან” მატჩი გამოტოვა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” 18 წლის ვარსკვლავის თამაში “ნიუკასლთანაც” გამორიცხულია. იგივე წყარო იტყობინება, რომ ლამინი არც “ხეტაფესთან” და “ოვიედოსთან” იქნება.
კატალონიური წყაროს ცნობებით, ამჟამინდელი გეგმა იამალის “რეალ სოსიედადთან” დაბრუნებაში მდგომარეობს, მაგრამ ის მხოლოდ შეცვლაზე ითამაშებს. “ბარსას” ესპანელის ჯანმრთელობის გარისკვა არ სურს და მის დაბრუნებას არ ჩქარობს, რათა ტრავმის რეციდივის რისკი მინიმუმამდე შეამციროს.
რაშფორდმა უნდა გამოიჩინოს თავი
მაგრად გვაქვს საქმე, იამალი იმტვრევა და ბადრიჯანი შემოდის. ნიჭიერი ბიჭი ჩანს, მაგრამ მე იმ ფეხბურთის დედა ვატირე, გუნდში რომ 10იანი და ლიდერი 18 წლის ბავშვია, მისი შემცვლელი კი დაბალი დონის 19 წლის ბავშვი.
ეს ბალდეც როგორ ამასთან ერთად იტრამვება ხოლმე.
გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო, ისეა ჩვენი საქმე.