“ბარსელონა” “პალმეირასის” ახალგაზრდა ცენტრალური მცველით ლუის ბენედეტით დაინტერესდა.
ბრაზილიელი ჟურნალისტის დიეგო ფირმინოს ინფორმაციით, “ბარსას” 19 წლის ტალანტის მომავალ წელს შეძენა სურს. “ბლაუგრანამ” “პალმეირასთან” მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
წყაროს ცნობებით, ბრაზილიური კლუბი ბენედეტიში 15 მილიონ ევროს ითხოვს, “ბარსელონას” შეთავაზება კი 12 მილიონ ევროს შეადგენს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
იგივე წყარო იტყობინება, რომ ნიჭიერი ბრაზილიელი უკანახაზელით “არსენალიც” დაინტერესებულია.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო საფეხბურთო კვლევითმა ორგანიზაციამ (CIES) ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატს მიღმა მოთამაშე 20-წლამდელთა ცენტრალური მცველების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ლუის ბენედიტმა მეორე ადგილი დაიკავა.
ვანდევენს კიდევ რეალი უმიზნებს, ისე რო ტყუილი იმედია.
ორ მეტრიანი ტიპია და ცაცია. საინტერესო შეიძლება იყოს
გამოცდილი ხალხის მაგივრად ისევ გამოუცდელ ბავშვებში ეძებენ იაფ ვარიანტებს რომლებიც გაამართლებენ თუ არა კაცი შვილმა არ იცის ისე სიმაღლე კარგი აქვს 197 სმ და ცაციაა მაგრამ რეალურად რას წარმოადგენს ეგ არის მთავარი
PUIOL5, 100%
ამათ მაგარი შიგნითააქვთ, მორიგო ფულის გასათეთრებელი ტრანსფერი, თუ მცველი უნდათ ბაზარზე იყო ბარსას ფანი ჰუისეინი და არც მიაქციეს ყურადღება, ახლა დარჩა ერთი რეალური ვარიანტი ვანდევენი და არც ამით ინტერესდებიან. ამ ხელმძღვანელობის პირობებში ლიგაზე კიარა კოპაზე ფიქრიც ზედმეტია, უბრალოთ გაგვიმართლა რომ ფლიკი გვყავს და პირველ სეზონში მაგრად დამუხტა გუნდი და შეკრა, თან რეალი იყო საშინელ ფორმაში, მცველები სულ ალეწილი ყავდა მთელი სეზონი და მაგიტომ გავიჯეჯილეთ, წელს მაგრად გაგვიჭირდება, ეტყობა უკვე ყველფერი რაც იქნება.
კი ორი ვარიანტია, თუ ვიყიდეთ ესეიგი ნაღდად მინა 2 ია ან მარლონი. და თუ ახალი ტიაგო სილვაა მაშინ ვერ ვიყიდით, ვინ მიგვასუნინებს, წაიყვანს რეალი
რამდენი წელია სულ ვკითხულობ "ბარსა ვიღაცას უმიზნებს". რატომ უმიზნებს? ეს ახალგაზრდა 19 წლის ბიჭი უნდა მოკლას? უფრო მისაღები იქნება "ბარსას სურს შეიძინოს", მითუმეტეს ბოლო წლებია ბარსას ახალი ფეხბურთელების შეძენა არ შეუძლია და მხოლოდ სურვილები აქვს
ახალი იერი მინა იქნება.