workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენისა და ჟოან გარსიას შეხვედრა მატჩის შემდეგ

ტერ შტეგენისა და ჟოან გარსიას შეხვედრა მატჩის შემდეგ

დღეს ბარსელონამ გამპერის თასზე კომო 5-0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, ბარსას კაპიტანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჟოან გარსიასთან მივიდა, კარგი თამაში მიულოცა და ჩაეხუტა.

როგორც ჩანს, კლუბსა და ტერ შტეგენს შორის ბოლო პერიოდში არსებული დაძაბულობის მიუხედავად, რომელიც, გარკვეულწულად, ჟოან გარსიას რეგისტრაციას ეხებოდა, მეკარეებს ცუდი ურთიერთობა არ აქვთ.

ტერ შტეგენი ხელს არ აწერდა ლა ლიგისთვის გადასაგზავნ დოკუმენტს, რომელიც კლუბს, გერმანელის ტრავმის პერიოდში, მისი ხელფასის 80%-ით სხვა ფეხბურთელის დასარეგისტრირებლად სჭირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი უკვე მოგვარდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 12 აგვ 2025, 02:02
    #8

    არის კი ეს გულწრფელი ჩახუტება შტეგოს მხრიდან, თუ პუბლიკისთვის გააკეთა? მე მაინც მეეჭვება. ბოლობოლო კონკურენტია, რომელმაც ადგილი აახია

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2025, 18:08
    #7

    სხვა რა გზა აქვს, პირველ წრეში მაინც არ მოესწრება მაგის ფორმაში ჩადგომა და თუ გარსიამაც დონე დადო, მაში ჩათვალოს, რომ ძირითადს დაემშვიდეობება და მარტო კოპაზე მისცემენ ხოლმე დროს. მაქსიმუმ ნახევარფინალამდე.

  • C.PC5
    schedule 11 აგვ 2025, 12:26
    #6

    ციტატა: Rick Sanchez
    შეიძლება მართლა არ აქვთ ცუდი ურთიერთობა, მაგრამ თუ აქვთ, მაყურებლების თვალის ასახვევად მარტივად დაგეგმავდნენ ასეთ გულისამაჩუყებელ სცენას.


    აბსოლიტურად გეთანხმები, მასტს პირდაპირი მითითება აქვს მიღებული ნაგელსმანისგან ნაკრების კარში თუ გინდა იდგე ჯერ ბარსაში იყავი პირველიო, ჯერ ხო ლამის გუნდიდან გააგდეს, კაპიტნობა ჩამოართვეს და ახლა არამგონია მთავარ კონკურენტთან კარგი დამოკიდებულება ქონდეს. შტეგენი კიბოა უკვე ოფიციალურად, რაცაუნდა იძახოს მაგან და სხვა ფეხბურთელებმა დობრად ვართო არავის ჯერა უკვე, არცაა დასაჯერებელი გულის სიღრმეში ამას სულ ექნება რო სადმე გარსიამ ან ტრავმა მიიღოს და ან ჩაუვარდეს თამაში რო შანსი მიიღოს რამენაირად ისევ, აჩვენა საკმარისად რა პიროვნებაცაა და უკვე მაგაზე ფიქრობს დარწმუნებული ვარ

  • Lasha Mamuladze
    schedule 11 აგვ 2025, 11:30
    #5

    La Pulga10, ოპერათი შემოდი ხოლმე და არანაირი რეკლამაა და მსგავსი ქრინჯობები

  • La Pulga10
    schedule 11 აგვ 2025, 10:13
    #4

    რეკლამის გამო მინდა გაგინოთ. რეკლამაცაა და რეკლამაც ამის დედასშევე*ი. ამხელა სი*ობა რო გეფეთება სახეში და მერე მეორე პატარა გამაღიზიანებელი რეკლამა. შემოსვლა აღარ მინდა საიტზე.

  • Pirat❤️💙
    schedule 11 აგვ 2025, 08:16
    #3

    კი ტერშტეგენსარ ვეთანხმები წასვლის დრო აქვს მარა არამგონია პირველ ნომრიანი მაისურის ჩამორთმევა კარგი აზრი იყოს, მარკის წასვლამდე 13 ნომრიანი მაისურით იყოს და რომ წავა მერე აიღოს პირველი გარსიამ უკეთესი იქნება ჩემი აზრით რაც არუნდა იყოს გუნდის კაპიტანია, ვაი ასეთ კაპიტანს მაგრამ მაინც

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 11 აგვ 2025, 08:01
    #2

    აღარ უშველის მარკს ეგ

  • Rick Sanchez
    schedule 11 აგვ 2025, 03:11
    #1

    შეიძლება მართლა არ აქვთ ცუდი ურთიერთობა, მაგრამ თუ აქვთ, მაყურებლების თვალის ასახვევად მარტივად დაგეგმავდნენ ასეთ გულისამაჩუყებელ სცენას.