ბოლო დღეებში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კაპიტნობასთან დაკავშირებით “ბარსელონაში” დაძაბულობა იზრდება. კლუბი უკმაყოფილოა გერმანელი მეკარის პოზიციით მისი მომავლისა და სამკურნალო ანგარიშის შესახებ, თუმცა თანაგუნდელები ღიად უჭერენ მხარს მას კაპიტნის რანგში.
ჰანსი ფლიკმა უკვე განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მოთამაშეთა ხმათა მიცემით მიიღებენ, თუმცა ბოლო მატჩის შემდეგ რიგმა ფეხბურთელებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ტერ შტეგენის ლიდერობა.
რაფინია – “ტერ შტეგენი ყოველთვის მეხმარებოდა”
ბრაზილიელმა შემტევმა, რომელიც გასულ სეზონში ვიცე-კაპიტანი გახდა, ასე შეაფასა მდგომარეობა:
ჩემთვის, ის კაპიტანია, მაგრამ საბოლოოდ ეს ჩვენს ხელში აღარ არის. მას შემდეგ, რაც ჩამოვედი, მუდამ მეხმარებოდა. ფეხბურთში იერარქიაა და ამას უნდა პატივი ვცეთ. თუნდაც აღარ იყოს კაპიტანი, ჩემთვის მაინც განსაკუთრებული იქნება.
გავი – “ბარსას” სამკლაურის ტარება ოცნებაა”
გავიმ, რომელიც “სეულის” წინააღმდეგ მატჩში მეორე ტაიმში კაპიტანი იყო, RAC1-ს განუცხადა:
ძალიან ვამაყობდი, რომ სამკლაური ვატარე. ეს ოცნებაა და მეტ მოტივაციას მაძლევს. არ ვიცი, ვიქნები თუ არა კაპიტანი, რადგან იერარქია არსებობს, მაგრამ მინდა ვიყო. ეს ყველა “ბარსას” გულშემატკივრის ოცნებაა.”
მან დაამატა:
ვფიქრობ, კენჭისყრა გაიმართება. მარკი ჩვენი პირველი კაპიტანია და საბოლოოდ ჩვენ, ფეხბურთელები, ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას.
პაუ კუბარსი – “ტერ შტეგენი ჩვენი გზამკვლევია”
ახალგაზრდა მცველმა TV3-ს განუცხადა:
ჩვენ არ ვწყვეტთ არაფერს. ახლა მარკი ჩვენს გვერდითაა – ჩვენი კაპიტანი, ჩვენი გზამკვლევი და მთავარი მხარდაჭერა. ბედნიერები ვართ და ვიმედოვნებთ, ასე გაგრძელდება.
საფრთხე ლაპორტასა და დეკუსთვის?
კლუბის ხელმძღვანელობას – ჟოან ლაპორტასა და სპორტულ დირექტორ დეკუს – შესაძლოა სურდეთ კაპიტნის სტატუსით ტერ შტეგენის შანტაჟი, რათა ხელი მოაწეროს სამკურნალო ანგარიშს ან მიიღოს სხვა პირობა, თუმცა თანაგუნდელების ღია მხარდაჭერა აჩვენებს, რომ ასეთი ნაბიჯი შეიძლება სერიოზულად დააზიანოს გუნდის ერთიანობა.
არ მგონია მარკი გუნდში კიდევ დატოვონ
არ იმსახურებს ტერ შტეგენი ასეთ მოქცევას,ნებისმიერს მისი მსგავსი რეაქცია ექნებოდა ასე უსინდისოდ და უნამუსოდ რომ ექცეოდნენ,კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევით რომ ემუქრებოდნენ,ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვით ჯერ წესიერად არმოსული და ბუცებ კარზეჩამოკიდებული,კარიერა
განახლებული მეკარის გამო,ამას დამატებული ჭორებს უგორებდნენ და სახელს უტეხდნენ პრესის საშუალებით,ამის ფონზე კლუბის პატივისცემა არა ჩემი ფეხები,სწორია რასაც აკეთებს და როგორც იქცევა ასე უნამუსოდ და უსინდისოდ რომ ექცევიან და უსირცხვილოდ აწმენდენ ხელს.
გაუჭირდებათ მაგის თქმა აქ,რას ერჩიან ვერ გავიგე.
მე არ მომწონს ამის ქცევა და ეს ჩემი აზრია, ნურავინ დამიწყებს ჭკუის სწავლებას. კაპიტანი თუ ხარ რას მაიმუნობ? ორი დღის ტრავმამოშუშებული ძირითადში რო ეტენები და რაც გვანახე 3 გაშვებული გოლით გასაგებია, მაგრამ გუნდს რო არ მიყვები სტუმრად გასამართ თაამაშში რა კაპიტნის შესაფერი ქცევაა, მეკარე რო დაშავებულიყო ბარსელონიდან გადმოფრინდებოდა უცებ მილანში? არ არის ეს ქცევა ნორმალური, ან ის რა იყო ინტერვიუში რო თქვა მესი ჩემი მეგობარი არ არისო, ერთხელ დამიყვირაო. გესმით კაპიტანმა დაუყვირა და ეს გაებუტა. თუ ტყუილად დაგიყვირა ვერ მოსთხოვე პასუხი. როგორც დაიწყო გუნდში მოღვაწეობა ისე ამთავრებს არასწორად.
არ შეიძლება მარკს როგორც ექცევიან.აი არანაირ ადამიანურ საქციელში ჯდება კაპიტნის და გუნდის პირველ მეკარეზე მასე მოქცევა
ლაპორტას აგორებულ ჭორებს გავს ტერ შტეგენის ამბები
ფერანმა და კუბარსიმაც დაუჭირეს მხარი. ახლა არ თქვათ შტეგენი ადგას მაუზერით და ძალით ალაპარაკებს ყველასო