“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი კმაყოფილი დარჩა თავისი გუნდის მეორე პრესეზონური მატჩის შედეგით, სადაც კატალონიურმა გრანდმა “სეული” 7:3 დაამარცხა. ეს იყო “ბარსელონას” ტურის მეორე შეხვედრა აზიაში და ახლა ისინი მზად არიან კვირის მატჩისთვის “დეგუს” წინააღმდეგ, სანამ დაბრუნდებიან კატალონიაში.
მატჩის მსვლელობა და ცვლილებები
“ბარსელონამ” თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და 2:0 დაწინაურდა, თუმცა მოგვიანებით ანგარიში გათანაბრდა 2:2. ფლიკმა მატჩში ჯამში 24 ფეხბურთელი გამოიყენა, სრული შემადგენლობა შესვენებაზე შეცვალა და კიდევ ორი ცვლილება განახორციელა ბოლო 15 წუთში.
ფლიკი გავის მიმართ ქება–დიდებას არ იშურებს
მეორე ტაიმში გუნდის კაპიტნობაც კი გავის ერგო, რომელმაც შესანიშნავი გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის განსაკუთრებული შექება დაიმსახურა.
გავის შეუძლია 6-იანზეც და 8-იანზეც თამაში. სეზონის ბოლოს ის ძალიან კარგ დონეზე იყო. ახლა რაც ვნახე – ზუსტად ის არის, რაც მინდა ვიხილო: წინ მიმავალი ლიდერი, კაპიტნის თვისებებით. – აღნიშნა ფლიკმა Mundo Deportivo-სთან საუბარში.
დაცვითი დუეტი დაზოგეს
სამი მოედნის მოთამაშე მატჩში არ გამოჩენილა: დრო ფერნანდესი, ერიკ გარსია და ინიგო მარტინესი. ფლიკის თქმით, უკანასკნელ ორს მცირე დისკომფორტი ჰქონდა და ტრავმის რისკი თავიდან აიცილეს:
ერიკი და ინიგო წინდახედულობის მიზნით არ ვათამაშეთ. მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობა. ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ. – დაამატა ფლიკმა.
მატჩის ანალიზი და მომდევნო ნაბიჯები
პირველ ტაიმში კარგად დავიწყეთ, შემდეგ ცოტა მოდუნდა გუნდი, თუმცა სწრაფადვე დავუბრუნდით კარგ დონეს. მეორე ტაიმში გავი, ფერანი, მარკუსი და ჟერარ მარტინი კარგად გამოიყურებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა მათგანმა უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა.
“ბარსელონას” მომდევნო მატჩები
ტური აზიაში ნელ-ნელა სრულდება, “ბარსელონას” კიდევ ერთი თამაში აქვს დაგეგმილი “დეგუსთან”, ხოლო ჟოან გამპერის ტურნირში ისინი მასპინძლობენ “კომოს” კატალონიაში. ამის შემდეგ 13 დღეში იწყება ლა ლიგის სეზონი და ფლიკს ექნება დრო ძირითადი შემადგენლობის დასახვეწად.
გავიმ ნამდვილად მოუმატა, ეს ფაქტია.
ძაან გული მწყდება გავისთვის სათამაშო დრო რომ აღარ რჩება. სადაა ოლმოებზე დასაკარგი დრო
გავი გუნდის ნომერ პირველი კაპიტანი იქნება მომავალში❤️❤️❤️ არასდროს არ შემპარვია ამ ბიჭის კლასში ეჭვი. მეტსაც ვიტყვი მართალია განსხვავებული სტილის და მახასიათებლების ფეხბურთელები არიან მაგრამ ჩემი აზრით კლასით პედრის დონისაა ჩვენი ჯიგრიან ჟილკიანი ბიჭი❤️
ჯასტინ ტიმბერლეიკი Feat. ჰანსი ფლიკი – ზუსტად ის, რაც მინდა
არადა როგორც არ უნდა გააძლიერო დაცვა (ბასტონი/ვან დეიკის მომყვანები არ ვართ და რომც მოვიყვანოთ მაინც) არაფერი შეიცველბა. გუნდი თამაშობს შემტევს, ყველა უტევს, ეს თამაშგარის ხაფანგი რისკია, ყოველთვის 50/50 ზეა და ეგეც ჩამოვა დაბლა, გაუარესდება. არაუხო სულ ცდება, კუნდე და სხვები ხანდახან. მე მირჩევნია ამ სტილში თამაში, გავიტანოთ 7 ან 6 ან 5 და 2-3 გავუშვათ. რეალმა და მბაპემ გვიტანა და გვიტანა მარა დედა მოუ..ნით ყველა თამაშში. გასაგებია სუსტი დაცვა ცუდია მარა კარგი შეტევა ჯობს. ხანდახან გაგვარღვევენ მარა სულ ესე ვითამაშოთ ნეტა. ისე 10 წუთში ჩემმა ნაქებმა ფერნანდესებმა უცებ აჩვენეს კლასი. აუფ რა ორი მაგარი ბიჭი გვყავს და ერთი იამალის მეორე პედრის პოზიციებზე სამწუხაროდ
დაცვაა გასაძლიერებელი
ყველაზე მეტად რაც მახარებს არის თოთო პოზიციაზე 2 ფეხბურთელის ყოლა.
თუ აკვირდებით შანსი რომ ეძლევათ, ყველა ურტყავს, მარცხნიდან, მარჯვნიდან, ცენტრიდან, აგერ კრისტიმ რა გაისროლა.
ყველა გრძნობს რომ თავი უნდა გამოიჩინოს, ეგ ძალიან კარგია.
დაცვაში ძალიან სკვაზნიაკი გვაქვს 😀 რასაც ვუყურე იამალი იბრუნებს თავის თავს, ფერანი შემოსვლაზე დაფრინავს, ლევანა არ ვიცი რას იზამს მაგრამ ფლიკს შეუძლია მარკუსი მოსინჯოს… არაუხოს ზედმეტად ბევრი შანსი ეძლევა, ერთი ისაა რომ 3 გოლს რომ სეული გიტანს 12-ს ბაიერნი გაგიტანს თუ არ დალაგდა დაცვა