“სან მამესზე”, ვალდესის შესანიშნავ რეკორდს წერტილი დაესვა. ვიქტორმა 896 წუთი შეინახა თავისი გუნდის კარი მშრალად და სტუმრად, “ატლეტიკთან” გაუშვა გოლი.
ახალგაზრდა ანდერ ერერამ, ესპანელი გოლკიპერის კარი შესანიშნავი დარტყმით მატჩის მე–20 წუთზე აიღო. ვალდესმა, ზედიზედ რამდენიმე ოფიციალური მატჩის სუფთად ჩატარების შემდეგ, საკუთარ კარში გოლი ბასკური გუნდისგან მიიღო. ამის მიუხედავად, ვიქტორმა გადადგა უდიდესი ნაბიჯი და ამ სეზონში “ზამორას მოგების კიდევ უფრო დიდი შანსი აქვს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ვალდესმა გუშინდელი მატჩი ყვითელი მაისურით დაიწყო. როდესაც პირველ ნახევარში ბურთმა მისი კარის ხაზი გადაკვეთა, ძალიან ინერვიულა და შესვენებისას მაისური გამოიცვალა. მეორე ტაიმში იგი მწვანე ფორმით მოგვევლინა.
