ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით მარკუს რაშფორდის ტრანსფერთან დაკავშირებით კლუბებმა დოკუმენტები უკვე გააფორმეს.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით “ბარსელონა” ინგლისელ ფეხბურთელს ხელფასის სახით 14 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსებიც დაემატება. რაშფორდმა ხელფასი 15%-ით შეიმცირა, ხოლო “იუნაიტედი” იჯარის განმავლობაში მარკუსს არაფერს გადაუხდის.
იჯარის ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, ანუ 2026 წლის ივნისში “ბარსას” რაშფორდის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რაშფორდს სამედიცინო შემოწმების გასავლელად ესპანეთში დღეს საღამოს ელიან.
აი ნახავთ, მომავალ წელს ცუდად რომ ითამაშოს მაინც გამოისყიდიან, იმიტომ რომ კლუბს ლოხები მართავენ. იუნაიტედმა კი ღორჯო დაიჭირა ბარსას სახით და მოიშორა ფეხბურთელი თავის ხელფასიანად, რომლის მოშორებაზეც ოცნებობდა. თუ ასტონ ვილაში გაუშვა იჯარით და ნახევარ ხელფასს უხდიდა, რატომ ვერ შეძლო ეს ბარსამ? იმიტომ, რომ არიფები არიან. არ დაეკლო ბატონო ის სამარცხვინო 15 პროცენტი და ნახევარი გადაეხადა იუნაიტედს. ჩემი ჯიბიდან არ უხდიან, მაგრამ ზუსტად მაგიტომ ვართ ასეთ დღეში, ფეხბურთელს, რომ ვერ ვარეგისტრირებთ. რეალი კი ამ დროს ყიდულობს ვისაც უნდა და როგორიც უნდა. ლაპორტა კი დაქცეულ კონგოს გროშებს დასდევს. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გუნდს უშველა ეს ფლიკია, თორემ ახლაც ვიქნებოდით ტრ**ში, თანაც ღრმად. ვნახოთ რას იზამს, პირადად მე ამის ათამაშების იმედი მაქვს 5%. ნეტა ვცდებოდე.
Rivaldo,
რაშფორდს ექნება კლუბში იმაზე დიდი ხელფასი ვიდრე აქვს რაფინიას, კუნდეს, პედრის, ბალდეს, ოლმოს და ა.შ
მასზე მაღალი ხელფასი მხოლოდ ლევანდოვსკის და იამალს ექნებათ.
იჯარით მოსულ ფეხბურთელს არცერთი ადეკვატური ხელმძღვანელობა არ უხდის ამხელა ხელფას, თან მითუმეტეს ფინანსურად კრიზისში მყოფი გუნდი.
რაფინია, პედრი და სხვები რომ აჯაყდნენ და მეტი მოითხოვონ, აბსოლუტურად მართლები იქნებიან, ამას ემატება სახელფასო ჭერი და მომდევნო სეზონში გაუშვებ თუ დაიტოვებ რაშფორდს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეგ სახელფასი ლიმიტი მომდევნო სეზონშიც გადაგვყვება. ამას დამატებული ფინანსური კრიზისი და თანხების თემა, თუ ის კამპ ნოუ წელ ვერ მომთავრდა ან ბევრი მატჩები ვერ ჩავატარეთ და ლიგა ვერ მოვიგეთ, ძაან დაარტყამს ჩვენს ბიუჯეტს და მოგვიწევს ვინმეს გაყიდვა ტოპებიდან.
ხელფასის თემა არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი.
რაშფორდი ინგლისის ნაკრებში დიდი ხანია მცირე დროს იღებს და სწორედ რომ ჩამოწერილი ფეხბურთელია და იმის შანსი რომ გაამართლოს არც ისე დიდია.
ბარსელონაში მოდის ტიპი და აქვს შანსი კარიერის გადარჩენის და რატომ არ უნდა დათანხმებულიყო პატარა ხელფასს თუ მართლა დიდ ფეხბურთში დაბრუნება უნდა ?
რაშფორდის მოყვანა ლოგიკური იქნებოდა დაბალ ხელფასზე, თორემ ისე რაშფორდის მოყვანის აუცილებლობა არ დგას.
არავის არ მოვიყვანდი მე პირადად და ეგრე მოიქცეოდა ადეკვატური ხელმძღვანელობა.
მაგხელ ხელფასს ნიკო არ ითხოვდა იმას უთხრეს გარანტიებზე უარი და ამ დროს რაშფორდი მოყავთ- იდიოტიზმი აღარ ქვია უკვე ყოველივე ამას.
14 მილიონს ბარსა უხდის, თვითონ ნახევარს იღებს დაახლოებით. რა პრეტენზიები გაქვთ ვერ ვხვდები მართლა. უფასოდ უნდა ეთამაშა? თუ თქვენი ჯიბიდან უხდიან.
Მთავარია დარეგისტრირება მოხდეს თორე ხელფასი რამდენი ექნება რაში გაინტერესებთ? Ზარალში მაინც არ გავდივართ უფასოდ მოდის გაამართლებსდა ხო კაი თუ არა და გავუშვებთ ისე მანჩესტერში რა პრობლემაა ისე კი შეტევაში მეტ რესურს შეგვმატებს ყველავარიანტში