მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

1 ნოემბერს “ბარსელონა” “პლზენს” ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით (0:4) დაამარცხა. 
ამ მატჩში ბევრი საინტერესო რამ მოხდა: ვიქტორ ვალდესმა კატალონიელთა  რეკორდი დაამყარა, გვარდიოლამ მწვრთნელის რანგში მეორასე მატჩი ჩაატარა, ხოლო ლუის ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინიმ კი ოფიციალურ შეხვედრებში რიგით მე–200–ე, 201–ე და 202–ე გოლი შეაგდო.
შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელიც ყოველგვარი სპეც – ეფექტების გარეშეა შექმნილი, მასში მხოლოდ  “ვუნდერკინდის” გოლებია ასახული.

მესიმ შეძლო და მიუხედავად პატარა ასაკისა, უკვე მსოფლიოს თავი 202 ( 159 მარცხენა ფეხით, 33 მარჯვენა ფეხით, 8თავით, 1 ხელით, 1 მკერდით ) გატანილი გოლითა და ბრწყინვალე თამაშით დაამახსოვრა…

ლეომ 132–ჯერ გამოიჩინა თავი “ლა ლიგაში”, 17–ჯერ “კოპა დელ რეის” გათამაშებაში, 42–ჯერ “უეფას ჩემპიონთა ლიგაში”, 8–ჯერ “ესპანეთის სუპერთასზე”,  2–ჯერ საკლუბო მუნდიალზე, ხოლო “ევროპის სუპერთასზე” “რწყილმა” გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ შეძლო.

შემოგთავაზებთ იმ მეკარეთა ტოპ ხუთეულს, რომელთა კარი არგენტინელმა სუპერ ვარსკვლავმა ყველაზე მეტჯერ დალაშქრა : კასილიასი ( 13 ) , პალოპი ( 11 ) , ტონიო ( 9 ) , ავატი ( 8 ) , დიეგო ალვეში ( 7 ) .  
 
                                                     
                                                          ვიდეო მოწოდებულია Imna-Barcuk-ის მიერ

                             [media=http://www.youtube.com/watch?v=od7eaa5p4Xk]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში