workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა მარკუს რაშფორდი იჯარით გაუშვას

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა მარკუს რაშფორდი იჯარით გაუშვას

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის მარკუს რაშფორდი იჯარით გაუშვას, რათა შეიმციროს მისი მაღალი ხელფასის ტვირთი. ადრე კლუბი მის სრულ ტრანსფერს ითხოვდა და ფასიც დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენდა.

რაშფორდი კატეგორიულად წინააღმდეგია საუდის არაბეთში გადასვლის და ევროპის ტოპ-ფეხბურთში დარჩენა სურს. მისმა აგენტმა ცოტა ხნის წინ “ბარსელონაში” იმოგზაურა და კატალონიური კლუბი აქტიურად აგრძელებს ფეხბურთელზე მუშაობას.

რაშფორდმა “ბარსელონას” განუცხადა, რომ მზადაა, ხელფასი შეიმციროს, რათა ტრანსფერი შესაძლებელი გახდეს. თუმცა ამ ეტაპზე “ბარსელონა” უპირატესობას “ლივერპულის” ვინგერს, ლუის დიასს ანიჭებს.

გარდა “ბარსელონასი”, რაშფორდის იჯარით დამატება სურთ ისეთ კლუბებს, როგორებიცაა: “ჩელსი”, “არსენალი”, “ასტონ ვილა”, “ინტერი” და “მილანი”.

“ბარსელონა” ივნისში მიიღებს გადაწყვეტილებას, შეძლებს თუ არა დიასის ტრანსფერის განხორციელებას და ამის შემდეგ გადაწყვეტს, დაუბრუნდეს თუ არა რაშფორდის ვარიანტს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 10 ივნ 2025, 16:28
    #6

    ეს მაინც მოათრიონ, ხელფასის დაკლებაზე თანახმა ყოფილა. ისე უეფა ლიგაზე რო გაგვიტანა დღესაც მახსოვს რა უაზრო გოლი გამოვიდა.

  • Rick Sanchez
    schedule 09 ივნ 2025, 23:52
    #5

    სადაც ერიკ გარსია მოხოდა ფლიკმა, იქ რაშფორდი იფრენს წესით.

  • Barca
    schedule 09 ივნ 2025, 16:11
    #4

    იჯარით რაშფორდი და ფორვარდი იყიდონ

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 09 ივნ 2025, 15:02
    #3

    მომკალით და არ მჯერა ამ ტრანსფერის მიზანშეწონილობის

  • Don_Andresito
    schedule 09 ივნ 2025, 14:16
    #2

    ციტატა: Mascerano
    ნიკოს თამაშებს რომ ვუყურე ეს დღეები , ლუის დიასი მაგასთან შედარებით რონალდინიოა, ნიკო არის არის იგივე დემბელე, მარტო ვარცხნილობით განსხვავდებიან, ორივე ჭკუასუსტია, ნიკო იმენა დებილია, ვერ იაზრებს სად უკეთებენ პასს, ყველაფერს აგვიანებს, მარტო გაქცევა არაა ფეხბურთი მითუმეტეს ბარსაში, ლეაო ბევრად ნიჭიერი და ტექნიკურია


    ნიკოც ლიასიც და ლეაოც რო გადააბა სამივე ერთ ტოპ ვინგერს ვერ მიიღებ. ეგაა ინტელექტი, რაც კვარას აქვს და არ აქვთ ამათ. რაც არ უნდა სწრაფი იყო ჭკუა თU არ მოგდევს არაფერი ხარ. ნიკო კიდე რავი, გუშინ ყველაზე ნორმალური იყო, ასაკით თუ ჯობს დიასს, ლეაო კიდე ფეხბურთელი არაა საიდან ეგ აზრი რო რამეა, ნიჭიერი და ტექნიკური არი კი, შეიძლება მბაპეზე ნაკლები არაა მონაცემებით მარა იმდენად დებილია რო მაგის ყიდვა საერთოდ დაქცევა იქნება. დარწმუნებული ვარ ბარსა ბ დან შეიძლება ისეთი ბავშვის დაწინაურება ვისაც 17-18 წლის ასაკში ექნება უფრო უკეთესი მოედნის ხედვა და ჭკუა ვიდრე მაგ სამს ერთად

  • Mascerano
    schedule 09 ივნ 2025, 11:12
    #1

    ნიკოს თამაშებს რომ ვუყურე ეს დღეები , ლუის დიასი მაგასთან შედარებით რონალდინიოა, ნიკო არის არის იგივე დემბელე, მარტო ვარცხნილობით განსხვავდებიან, ორივე ჭკუასუსტია, ნიკო იმენა დებილია, ვერ იაზრებს სად უკეთებენ პასს, ყველაფერს აგვიანებს, მარტო გაქცევა არაა ფეხბურთი მითუმეტეს ბარსაში, ლეაო ბევრად ნიჭიერი და ტექნიკურია