მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა დელ ბოსკეს შეცვლის

გვარდიოლა დელ ბოსკეს შეცვლის

 

როგორც Sport Mediaset იტყობინება, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, სულ მალე ესპანეთის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში და შეცვლის ვისენტე დელ ბოსკეს.

 

გამოცემის ცნობით, პეპი “ბლაუგრანაში” მაქსიმუმ 2014 წლის ზაფხულამდე დარჩეს. ამის შემდეგ იგი ესპანეთის დამრიგებლის როლს შეასრულებს. “ფურია როხას” ახლანდელი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, გვარდიოლას სწორედ მის შემცვლელად ხედავს და ფიქრობს, რომ ის შესანიშნავი ვარიანტია ნაკრებისთვის. “პეპი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერია და ხასიათიც ნამდვილი სპეციალისტის აქვს. იგი თავისი საქმის პროფესიონალია და შეუძლია მაღალ დონეზე მუშაობა.”

 

შეგახსენებთ, რომ სწორედ დელ ბოსკეს დამსახურებაა ესპანეთის ამხელა მიღწევები. როგორც მოგეხსენებათ, წითლები არიან მოქმედი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები. ასევე მათ ჩაატარეს ზედიზედ 14 ოფიციალური შეხვედრა, სადაც ყოველ მათგანში 3 ქულა აიღეს. ამით ისინი გაუთანაბრდნენ ჰოლანდიას და საფრანგეთს და საერთოდ, შედეგის გაუმჯობესების შანსიც აქვს.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში