workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯონათან ტას ბარსელონაში გადმოსვლის შანსები მცირდება

ჯონათან ტას ბარსელონაში გადმოსვლის შანსები მცირდება

“ბარსელონა” “ლევერკუზენის” ცენტრალური მცველის, ჯონათან ტას შეძენის შანსებს კარგავს.

“ბარსა” უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია ტათი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. გერმანელი უკანახაზელისთვის ბრძოლაში ფავორიტად სწორედ “ბლაუგრანა” მიიჩნეოდა, თუმცა დღეისათვის სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბაიერნმა” ტასთვის ოფიციალური შეთავაზება მოამზადა. გარიგების დასასრულებლად და ტრანსფერის განსახორციელებლად მხოლოდ 29 წლის ფეხბურთელის თანხმობაა საჭირო.

Mundo Deportivo-ს ცნობებით, ტას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ყველა ვარიანტს განიხილავს. ჯონათანმა იცის, რომ კატალონიურ კლუბს ფინანსური ფეარ ფლეის პრობლემების მოსაგვარებლად მეტი დრო დასჭირდება, ამასობაში კი “ბაიერნი” აქტიურობს და სწრაფად მოქმედებს.

ჯონათან ტა დილემის წინაშე დგას – “ბარსელონა” თუ “ბაიერნი”. “რეკორდმაისტერი” უკეთეს პოზიციაშია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • Albicelecte
    schedule 15 მაი 2025, 02:42
    #13

    ანუ; ერთი რაც შემჩნეული მაქვს:
    მოზვინული, ზაქი ცენტრალური მცველები არასდროს ვარგოდნენ ბარსელონაში; თვით პიკემაც კი გაუქოცა 2015-ის მერე

  • M10 S9 D11
    schedule 15 მაი 2025, 02:00
    #12

    არ უნდა და ნუ უნდა გაგლეჯვია პატორნი ვირცი და ფრიმპონგი წამოიყვანონ ლევერკუზენიდან აგერ ალონსო დააწვა რეალში და წესით მარტივად დასაკერია ორივე

    ოლმო არაუხო გარსია მარტინი ფატი ტორესი გაყიდონ ესენი და მოიყვანონ ფრიმპონგი ვირცი ალვარესი და ნიკო

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 14 მაი 2025, 19:41
    #11

    ციტატა: Hansi Flick

    ციტატა: პენდრაგონი
    დატოვონ კრისტენსენი, გაასხმევინონ არაუხოს და მაგ ფულით მოიყვანონ მართლა მომავლის მცველი, ვან დე ვენი, შლოტერბეკი, ან ჰოისენი


    ჰოისენი მესმის, შლოტერბეკის მომავლის მცველიბა არ გაიშვა, თუნდაც ვან დერ ვენის. ტას კრისტენსენი ჯობია. ტა და შლოტერბეკი ორივე დირკაა არაუხოზე მეტი


    ვან დე ვენის და შლოტერბეკის მცველობა რატომ არ გაიშვა? უმაგრესი ფეხბურთელია ორივე

  • Hansi Flick
    schedule 14 მაი 2025, 18:43
    #10

    ციტატა: პენდრაგონი
    დატოვონ კრისტენსენი, გაასხმევინონ არაუხოს და მაგ ფულით მოიყვანონ მართლა მომავლის მცველი, ვან დე ვენი, შლოტერბეკი, ან ჰოისენი


    ჰოისენი მესმის, შლოტერბეკის მომავლის მცველიბა არ გაიშვა, თუნდაც ვან დერ ვენის. ტას კრისტენსენი ჯობია. ტა და შლოტერბეკი ორივე დირკაა არაუხოზე მეტი

  • nika 54
    schedule 14 მაი 2025, 18:09
    #9

    რატომღაც არ მიკვირს, თუმცა რაღა უნდა გაგიკვირდეს კაცს ამათ ლეოს ვერ მისცეს გარანტია, რო დაარეგისტრირებდნენ. და ამაზე იდარდებენ ეხლა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 14 მაი 2025, 16:29
    #8

    დატოვონ კრისტენსენი, გაასხმევინონ არაუხოს და მაგ ფულით მოიყვანონ მართლა მომავლის მცველი, ვან დე ვენი, შლოტერბეკი, ან ჰოისენი

  • Rick Sanchez
    schedule 14 მაი 2025, 15:34
    #7

    კუბარსი და კრისტენსენი მგონია, რომ ჩააბეტონებენ დაცვას თუ დანიელმა ტრავმები არ მიიღო

  • Lasha Tchelidze
    schedule 14 მაი 2025, 14:54
    #6

    იგივე არაუხოა ესეც,უფრო ასაკოვანი და ნელი ვერსია😀ფიზიკურად ძლიერი მცველების ეპოქა მიდის ნელ-ნელა,ჭკვიანი და ბურთთან კარგად მყოფი მცველების დრო მოდის-კუბარსი,ინიგო,კრისტენსენი…ჰიუსენის დათრევა გაასწორებდა მაგრაად,კუენკას ამოწევაც შეიძლება უკვე❤️მე საერთოდ მგონია,რომ კრისტენსენზე შესაფერისი მცველი არ ჰყავს ფლიკს საკუთარი ტაქტიკისთვის,იდეალური ვარიანტია თუ კიდევ ტრამვები არ მიიღო🙏🏻18 წლის ბიჭზე ვერ იქნება გუნდი დამოკიდებულიი,ძალიან მაგარია კუბარსი,მაგრამ ბევრი შეცდომა ჰქონდა ამ სეზონში უკვე,ინტერთან მისი შეცდომით დაიწყო აჩერბის გოლი და ყველას დაავიწყდა ეგ რატომღააც😀🤷🏻‍♂️კუნდეს ცენტრში შემოწევაც შეიძლებააა,ჭკვიანი მცველია ძაან და შეიძლება ეგეც თუ კარგი ფლანგის მცველს მოიყვანენ.

  • me da barca
    schedule 14 მაი 2025, 14:32
    #5

    ტებასის ხახაში მოისაქმა სუმოს მოჭიდავემ. იმისათვის, თუ რა პრობლემებიც შეუქმნა ბარსას, მაგ ღორის უკანაკიდან გამომძვრალმა არსებამ. როდის ჩაძაღლდება ეს და პერესი, ამ ორი ჭირის მოშორება ფეხბურთის გამარჯვებას ნიშნავს, მითუმეტეს ლა ლიგის.

  • Leao
    schedule 14 მაი 2025, 13:36
    #4

    ეს იმფორმაცია 5 დღის უკან გავიგე გადაჭრელებულია საიტები და ესენი ახლა წერენ

  • Levani
    schedule 14 მაი 2025, 13:28
    #3

    Ანუ ამდენმა მოგებულმა ტიტულმა, ჯგუფური ეტაპის მეორე პოზიციაზე დასრულებამ და ნახევარფინალში გასვლამ საერთოდ არ გამოასწორა დარეგისტრირების პრობლემა? Აქ ხალხს ოთხი და ხუთი პოზიციის გაძლიერება უნდათ მაგრამ ისეთი პორი უჩანს ორი კაცის დამატებაც მიღწევა იქნება

  • Mascerano
    schedule 14 მაი 2025, 13:04
    #2

    მოკლედ წამოწამზე დებთ სიახლეებს, დაძველდა უკვე ეგ ამბავი, ყველამ ვიცით როგორ ჩაისვარა ლაპორტამ და ტა როგორ გადადის ბაიეენში.

  • Frenkie de Jong_
    schedule 14 მაი 2025, 12:49
    #1

    ბაიერნი იმენა დაგეშილია უფასო ტრანსფერებზე.

    ისე ეს არაუხოზე ნაკლები ვირი არ გეგონოთ
    დებილია ესეც მაგარი. პრსოტა ფიზიკა აქ სასწაული