ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ინტერის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება (3-3) ლამინ იამალისთვის ბარსელონაში მე-100 მატჩი აღმოჩნდა.
საინტერესოა, რომ ბარსას 17 წლის ტალანტს იმაზე საგრძნობლად უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მის ასაკში ჰქონდათ.
სტატისტიკა ასეთია:
17 წლის იამალი: 101 მატჩი, 22 გოლი, 33 ასისტი;
17 წლის მესი: 9 მატჩი, 1 გოლი, 0 ასისტი;
17 წლის რონალდუ: 19 მატჩი, 5 გოლი, 4 ასისტი.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ლამინი 13 ივლისსაა დაბადებული, შესაბამისად, ის ამ სტატისტიკას გააუმჯობესებს.
სამაგიეროდ მესის 100 მატჩში 44 გოლი 16 ასისტი დაუგროვდა. ის რო მესის იამალი "ჯობია" იმით გამოიხატება, რომ ჩვენ სხვა არავინ გვყავს თავდასხმაში, მესის დროს კი გახსოვთ რა თავდასხმა გვყავდა. რონალდინიო, რივალდო, ეტო და სხვები კიდევ.
არ არის საჭირო ასეთი შედარებები და ხელოვნურად წნეხის გაზრდა. იამალს ჯერ სინათლის წლები აშორებს მესი-რონიმდე, რაც არუნდა მაგარი იყოს
მინიმუმ ათი წელი თუ ეს დონე დადო პედრიმ, გაუთანაბრდება ალბათ ინიესტას.
Barca for life, პედრის აცადე ჯერ. 22 წლის არის. მაქედან თითქმის 1 წელი ტრავმების გამო გამოტოვა. ვერ იტყვი რო არ აქვს პოტენციალი რო ინიესტაზე წინ დადგეს კარიერულად. უმაღლესი დონეა პედრი