ალბათ არავისთვის აღარაა უცხო ის ფაქტი, რომ საფეხბურთო ელიტის, მაღალი რანგის წარმომადგენლები დღევანდელი ფეხბურთის ორ კაშკაშა ვარსკვლავს – კრიშტიანუ რონალდოს და ლეო მესის ერთმანეთს ადარებენ.
ჯერი “მილანის” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ და ლეგენდარულ მწვრთნელ არიგო საკიზე მიდგა. მან არგენტინელისა და პორტუგალიელის პროგრესზე ისაუბრა, იტყობინება AS. აქვე გეტყვით, რომ შედარება მესის “სასარგებლოდ” დასრულდა.
“რა თქმა უნდა, რონალდო უმაღლესი კლასის მოთამაშეა, მაგრამ რატომღაც იგი თავის თამაშს ვეღარ აჩვენებს, მან პროგრესირება შეწყვიტა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით არგენტინელზე. მესი დღითიდღე აუმჯობესებს პირად მონაცემებს და სტატისტიკებს. პორტუგალიელმა თითქოს ენთუზიაზმი დაკარგა. ძალიან ძნელი სათქმელია…” – განაცხადა საკიმ.
p.s: სეც ჩემი 50–ე სტატია ბარსამანიაზე.



