მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

სახელი და გვარი: სანდრო რამირეს კასტილიო

დაბადების თარიღი: 09.07.1995(16 წლის)

დაბადების ადგილი: ლას-პალმას-დე-გრან-კანარია(კანარიის კუნძული, ესპანეთი)

პოზიცია: ცენტრალური თავდამსხმელი 

 

სანდრო რამირესი-“ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის “ჟუვენილ ბ”_ს ფეხბურთელი. 16 წლის ფორვარდზე ამ ბოლო დროს ბევრი ალაპარაკდა და მან ყველა დააინტერესა. სანდრო “ბარსაში” უკვე 2 წელია ასპარეზობს და გუნდის ხელმძღვანელობა მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

 

როდესაც ვლაპარაკობთ ფეხბურთელ სანდრო რამირესზე, ჩვენ მას ვახასიათებთ, როგორც სწრაფ, ტექნიკურ, ჭკვიან ფეხბურთელს. უნდა დავამატოთ ისიც, რომ იგი შესანიშნავად ხედავს მოედანს. ის რომ პირელ გუნდში იყოს, გვარდიოლას ეყოლებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში-ცენტრალური თავდამსხმელი და მარცხენა ფლანგზე მოთამაშე თავდამსხმელი. იმედია, მას პირველ გუნდში მალე ვიხილავთ, მაგრამ მანამდე სანდროს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

 

სანდროს პირველი გუნდი “ლა-პალმასა” იყო. შემდეგ იგი “ესპანიოლში” გადავიდა, 2009 წელს კი იგი “ბარსელონამ” შეიძინა და პირველ სეზონზე რამირესი “კადეტე ბ”_ში თამაშობდა. 1 წლის შემდეგ კი “ჟუვენილ ბ”_ში მოხვდა. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია “ჟუვენილ ბ”_თვის, კამერუნელ ალან დონგუესთან ერთად. 

 

სანდრო ესპანეთის 17 წლამდეთა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. ცოტა  ხნის წინ მან მისი პირველი სამი მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ამ სამ მატჩში რამირესმა 7 გოლი გაიტანა და ტურნირში ბომბარდირთა ცხრილის სათავეში მოექცა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში