workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები, რომლებმაც ნოიერს ჰეთ-თრიქი შეუსრულეს – სიას რაფინია შეემატა

ფეხბურთელები, რომლებმაც ნოიერს ჰეთ-თრიქი შეუსრულეს – სიას რაფინია შეემატა

გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონამ ბაიერნი 4-1 გაანადგურა. აღნიშნულ მატჩში, ბარსას ბრაზილიელმა შემტევმა, რაფინიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა – ის ისტორიაში მე-6 ფეხბურთელია, ვინც მანუელ ნოიერის კარი ერთ მატჩში 3-ჯერ აიღო.

ბაიერნისა და გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, მანუელ ნოიერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, თუმცა მაინც არიან ფეხბურთელები, რომლებმაც გერმანელს ჰეთ-თრიქი შეუსრულეს.

საინტერესოა, რომ ამ სიაში 4 ფეხბურთელია, რომელსაც ბარსელონაში უთამაშია – რაფინია, სერხიო აგუერო, ფერან ტორესი და რობერტ ლევანდოვსკი.

იმ მოთამაშეთა სია, რომლებმაც ნოიერს 1 მატჩში 3 გოლი გაუტანეს, ასეთია:

რობერტ ლევანდოვსკი | დორტმუნდი 5-2 ბაიერნი, 2011/12 წლების სეზონი, გერმანიის თასის ფინალი, 2012 წლის 12 მაისი

სერხიო აგუერო | მანჩესტერ სიტი 3-2 ბაიერნი, 2014/15 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, 2014 წლის 25 ნოემბერი

კრიშტიანუ რონალდუ | რეალ მადრიდი 4-2 ბაიერნი, 2016/17 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩი, 2017 წლის 18 აპრილი

დოდი ლუკებაკიო | ბაიერნი 3-3 დიუსელდორფი, 2018/19 წლების სეზონი, ბუნდესლიგა, 2018 წლის 24 ნოემბერი

ფერან ტორესი | ესპანეთი 6-0 გერმანია, 2020/21 წლების სეზონი, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, 2020 წლის 17 ნოემბერი

რაფინია ბელოლი | ბარსელონა 4-1 ბაიერნი, 2024/25 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზა, 2024 წლის 23 ოქტომბერი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 25 ოქტ 2024, 12:48
    #6

    დაბერდა აშკარად ნოიერი. დროა ბაიერნი შემცვლელს ეძებდეს.

  • Rick Sanchez
    schedule 24 ოქტ 2024, 23:06
    #5

    ფერან ტორესი რა ცუდად მხვდება თვალში

  • Iniesta_8
    schedule 24 ოქტ 2024, 22:23
    #4

    რონალდუ ამოაკელით 2 თამაშგარე გაუტანა smiley smiley smiley

  • ChuxrELia
    schedule 24 ოქტ 2024, 18:17
    #3

    აი ფერან ტორესის ამ სიაში ყოფნა არის ნოიერის ყველაზე დიდი შეურაწყოფა ალბათ grin

  • basa7
    schedule 24 ოქტ 2024, 17:48
    #2

    ლევანა არაა კაცო?

  • nika 54
    schedule 24 ოქტ 2024, 17:19
    #1

    მესის 3 არ გაუტანია ორი აკმარა, მაგრამ ჯერ ერთი მეორე გოლი იმისთანა გაუტანა რო იქ საცოდავი ბოატენგიც გათახსირდა მასთან ერთად თან კიდევ ლეომ ნოიერის თამაშის წინ გაკეთებულ განცხადებას: "მე ვაჩვენებ ვინ არის ბოსი მინდორზეო" ლოგიკური პასუხი გასცა.