ხუთშაბათს ცნობილი გახდა პრიმერას შემდეგი 2 ტურის მატჩების განრიგი. გვარდიოლას გუნდი ”ბილბაოსთან” 6 ნოემბერს, 22 საათზე ითამაშებს. ”ნოუ კამპზე” ”სარაგოსასთან” შეხვედრა 19 ნოემბერს, 22 საათზე დაიწყება.
”ბარსამ” უკვე იცის მატჩების განრიგი სანაკრებო მატჩებამდე და მის შემდეგაც. სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდი ”სარაგოსას” უმასპინძლებს, 3 დღეში კი ”ბლაუგრანას” ”სან სიროზე” ვიზიტი ელის. ასევე ცნობილია სამეფო თასის 1/16 ფინალური მატჩის თარიღი. ”ოსპიტალეტესთან” მატჩი 9 ნოემბერს, 24 საათზე გაიმართება.
შემდეგი 6 მატჩის განრიგი
”ბარსელონა” – ”მალიორკა” – 29 ოქტომბერი (22 საათი)
”პლზენი” – ”ბარსელონა” – 1 ნოემბერი (23:45 საათი)
”ატლეტიკი” – ”ბარსელონა” – 6 ნოემბერი (22 საათი)
”ოსპიტალეტე” – ”ბარსელონა” – 9 ნოემბერი (24 საათი)
”ბარსელონა” – ”სარაგოსა” – 19 ნოემბერი (22 საათი)
”მილანი” – ”ბარსელონა” – 23 ნოემბერი (23:45 საათი)



