workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვოიცეხ შენსნი: ‘სხვა კლუბისთვის კარიერას არასდროს განვაახლებდი’

ვოიცეხ შენსნი: ‘სხვა კლუბისთვის კარიერას არასდროს განვაახლებდი’

ვოიცეხ შენსნიმ ბარსელონაში გადმოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი გავხდი. გუნდი დიდებულია და მოტივირებული ვარ, რომ მუშაობა დავიწყო.

რობერტმა დამირეკა და დამარწმუნა, რომ კარიერა განმეახლებინა, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი, დაბრუნება ღირდა თუ არა. ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმაც მითხრეს, რომ ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა.

დეკუც მალევე დამიკავშირდა და ყველაფერი სწრაფად მოხდა. 

ამას სხვა კლუბისთვის არასდროს გავაკეთებდი.

ბარსას დიდი ფანბაზა ჰყავს. მათ ვნებას ვხედავ.

ალბათ, ფორმის სრულად აღსადგენად 2 კვირა დამჭირდება. არავის მოუცია გარანტია, რომ გუნდის პირველი მეკარე ვიქნები. ფეხბურთში გარანტიები არ არსებობს, ყველაფერი უნდა დაიმსახურო და დაამტკიცო.

ტერ შტეგენთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ მას პირისპირ მალე შევხვდები.

სავარჯიშო სესიებზე ლამინ იამალის ნახვას მოუთმენლად ველი, რადგან მაინტერესებს, ყოველდღიურად როგორ მუშაობს. ფეხბურთში მხოლოდ ტალანტი საკმარისი არ არის – მნიშვნელოვანია, მას როგორ გამოიყენებ და განავითარებ. ტელევიზორიდან ვხედავდი, რომ ლამინს უდიდესი პოტენციალი აქვს.

კატალონიურად “Visca Barça” ვიცი და ახლა, როგორც ბარსელონას ფეხბურთელს, შემიძლია, ეს ამაყად ვთქვა.

შენსნის ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდა. პოლონელმა ბარსელონასთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • jacky iakovenko
    schedule 03 ოქტ 2024, 21:51

    ეს სუ კარქა და ჯანზე იყოს მარა ამ ვებ გვერდის ვებდევ მამენტ ეს კომენტარების კომპონენტი რომ შეცვალოთ არა? 🤣აი რედიტის პონტის ინტერფეისი დააკვდებოდა აოურობას 😂

  • Rick Sanchez
    schedule 03 ოქტ 2024, 20:51

    იმედია კარში მყარად იდგები. არ გვჭირდება მეორე პენია.

  • nika 54
    schedule 03 ოქტ 2024, 16:53

    ვოიცეხ შენსნი: 'სხვა კლუბისთვის კარიერას არასდროს განვაახლებდი'
    რა ბავშვობიდან კულე ვიყავი-ო. მესის სურათებიც მიკიდიაო ალბათ. ისე მესიმ გუშინ 46-ე ტიტული მოიგო და ბოლო 2 მაიამთან ერთად. გუშინ 2 თვითონ გაიტანა ერთიც სუარესმა. ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის რეგიონებში გამარჯვება ყოფილა ფაქტიურად ფინალი. სხვათა შორის მაიამის პირველი ტიტული.

    ციტატა: me da barca
    შენსნი თუ შესნი?


    პოლონურად შჩესნი გამოითქმის.

    მეგონა ეს დაურეკავდა პირველ რიგში ლევანდოვსკის, მაგრამ არაო იმან დამირეკაო.
    რაო, კარის გასაღები გადმომაბარაო? smile

  • Golden boy
    schedule 03 ოქტ 2024, 08:52

    ციტატა: me da barca
    მეგონა ეს დაურეკავდა პირველ რიგში ლევანდოვსკის, მაგრამ არაო იმან დამირეკაო.

    ციტატა: გიორგი ჩანგელია

    ციტატა: me da barca
    შენსნი თუ შესნი?


    შენსნი.


    სადაო საკითხია. გუგლში ქართულად შჩესნი წერია, რუსულად შენსნი, ინგლისურად S z c z e s n y.
    არ მგონია შენსნი სწორი იყოს, აშკარად რუსულიდან გაქვთ აღებული.


    რაც თავი მახსოვს ჩემი ბავშვობიდან შესნის ეძახიან. თან შესნი ქართულ ლინგვისტიკაში უფრო კარგად ჯდება ვიდრე შენსნი ან შჩესნი.

  • F.C.B. ბარსელონა
    schedule 03 ოქტ 2024, 07:38

    რეალს ჩაულაღლაღეს შიგ პერესის ოჯახში

    me da barca, ზარი გაუშვა ამან და ლევანამ გადმოურეკა.სად ექნებოდა აბა ამას დასარეკი არ მუშაობდა არაფერი.😃🤭

  • Chakve10
    schedule 03 ოქტ 2024, 01:29

    რეალმა წააგო. ცხრილში ბაიერნი ბარსა რეალი 🤣😂 ვინ წარმოიდგენდა 15-16-17 პოზიციებზე 🤣😂
    ბრავო ლილს მართლა ლამაზი ფეხბურთი უთამაშეს თან უშიშარი. ფაქტობრივად არ გაჩერებულან იმდენი ირბინეს

  • xavi1899
    schedule 03 ოქტ 2024, 01:13

    კარგი ბიჭი ხარ. აბა ყოჩაღი იყავ და ნაკლები ბურთები გაუშვი.

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 03 ოქტ 2024, 00:00

    ციტატა: me da barca
    სადაო საკითხია


    არ არის.

  • me da barca
    schedule 02 ოქტ 2024, 23:51

    მეგონა ეს დაურეკავდა პირველ რიგში ლევანდოვსკის, მაგრამ არაო იმან დამირეკაო.

    ციტატა: გიორგი ჩანგელია

    ციტატა: me da barca
    შენსნი თუ შესნი?


    შენსნი.


    სადაო საკითხია. გუგლში ქართულად შჩესნი წერია, რუსულად შენსნი, ინგლისურად S z c z e s n y.
    არ მგონია შენსნი სწორი იყოს, აშკარად რუსულიდან გაქვთ აღებული.

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 02 ოქტ 2024, 22:56

    ციტატა: me da barca
    შენსნი თუ შესნი?


    შენსნი.

  • me da barca
    schedule 02 ოქტ 2024, 22:54

    შენსნი თუ შესნი?