მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა დაუმარცხებელია კაპაროსთან

გვარდიოლა დაუმარცხებელია კაპაროსთან

პეპ გვარდიოლა შაბათს ხოაკინ კაპაროსის ”მალიორკას” დაუპირისპირდება. ”ბილბაოში” მუშაობის დროს პრიმერას მატჩებში კაპაროსის და გვარდიოლას გზები 6-ჯერ გადაიკვეთა. 5 შეხვედრა გვარდიოლას გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ერთი ფრედ.

”მალიორკადან” მიქაელ ლაუდრუპის წასვლის შემდეგ მიმდინარე თვის დასაწყისში გუნდი კაპაროსმა ჩაიბარა. შაბათს მას ”ნოუ კამპზე” იმ მწვრთნელის წინააღმდეგ მოუწევს თამაში, რომელიც არასდროს დაუმარცხებია ”ბილბაოში” მუშაობისას.

ორი გამარჯვება პირველ სეზონში

პეპ გვარდიოლას პირველ სეზონში ”ბარსამ” ”ბილბაო” სახლშიც და სტუმრადაც დაამარცხა. ”სან მამესზე” კატალონიურმა გუნდმა ეტო’ოს გოლით გაიმარჯვა. ”ნოუ კამპზე” მატჩი 2:0 დასრულდა, გოლები ლეო მესის და სერხიო ბუსკეტსის ანგარიშზეა.

ფრე და დამაჯერებელი გამარჯვება

შემდეგ სეზონში დაფიქსირდა ის ერთადერთი შემთხვევა, როცა კაპაროსი არ დამარცხდა გვარდიოლასთან. დანიელ ალვესმა მატჩის დასაწყისში გახსნა ანგარიში, მატჩის მიწურულს კი ტოკერომ გუნდს 1ქულა მოუტანა. ”კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში ”ბარსამ” ბასკები დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა.

კიდევ 2 გამარჯვება

გასულ სეზონში ”ბარსას” ცოტათი გაუჭირდა ”ბილბაოს” დამარცხება. 2010 წლის წვიმიან სექტემბერში ”ბარსას” გაუჭირდა ბასკების დაცვის გარღვევა. შეხვედრაში გოლები კეიტამ და ჩავიმ გაიტანეს, რთული მატჩის მიწურულს კი ბუსკეტსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. განმეორებით შეხვედრაში ”ბარსამ” 2:1 გაიმარჯვა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ მატჩის დასრულებისას სტუმრებს კონტრ-შეტევის დროს გათანაბრება შეეძლოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში