workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ილიას აკომაში: ბარსელონას დატოვებას არ ვნანობ

ილიას აკომაში: ბარსელონას დატოვებას არ ვნანობ

“ბარსელონას” ყოფილი და “ვილიარეალის” ახლანდელი თავდამსხმელი ილიას აკომაში აცხადებს, რომ კატალონიური კლუბიდან წასვლას არ ნანობს.

“ბარსელონას” დატოვებას საერთოდ არ ვნანობ. ამ გადაწყვეტილებაში 100%-ით დარწმუნებული ვიყავი. “ბარსასი” ძალიან მადლიერი ვარ, რადგან იქ გავიზარდე, მაგრამ არაფერს ვნანობ. აქ მოსვლა მინდოდა.

– ციტირებს აკომაშის სიტყვებს “ვილიარეალის” ოფიციალური ვებგვერდი.

აკომაში “ბარსას” სკოლის აკადემიის აღზრდილია. 20 წლის მაროკოელ შემტევზე ერთ დროს დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მან “ბარსას” პირველ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო.

აკომაშმა “ბლაუგრანა” 2023 წლის ზაფხულში კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა და “ყვითელ წყალქვეშა ნავს” უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 22 სექ 2024, 17:33

    თუ მაინც უშვებდნენ 2 კაპიკი მაინც გაეკეთებინათ, ატლეტიკო ასე ვინმეს გაუშვებს.

  • Rick Sanchez
    schedule 19 სექ 2024, 16:49

    არც ჩვენ ვნანობთ, ვილიარეალში რაც გადავიდა ორი გოლი აქვს გატანილი სულ, არადა სათამაშო დრო არ აკლია.