workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო ალკანტარა კონტრაქტს შემდეგ კვირაში გაახანგრძლივებს

ტიაგო ალკანტარა კონტრაქტს შემდეგ კვირაში გაახანგრძლივებს

ტიაგო ალკანტარა კონტრაქტს შემდეგ კვირაში გაახანგრძლივებს

კატალონიური სპორტული გამოცემა Sport-ის ინფორმაციით “ბარსა ატლეტიკის” და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა “ბარსელონასთან” კონტრაქტს შემდეგ კვირაში გაახანგრძლივებს. კლუბმა უკვე გაახანგრძლივა კონტრაქტი მექსიკელ ჯონათან დოს სანტოსთან 2 წლის ვადით, ტიაგო კი შემდეგ კვირას მიაკითხავს “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის დასადებად.
ესპანო-ბრაზილიელი ნახევარმცველის გამოსყიდვის მსურველ კლუბს 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს “ბარსელონასთვის”, მაგრამ კლუბში სურთ ალკანტარამ კვლავ გააგრძელოს ვარჯიში “ბარსა ატლეტიკსა” და “ბარსელონას” პირველ გუნდთან ერთად.

წყარო: http://www.totalbarca.com/

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში