“ბარსელონამ” თვალი “რეალ მადრიდის” ყოფილ და “ტოტენჰემის” ამჟამინდელ მარცხენა მცველს, სერჟიო რეგილონს დაადგა. ინფორმაციას ამის შესახებ AS ავრცელებს.
რეგილონი “რეალ მადრიდის” სკოლის აღზრდილია. ის “თეთრების” სარეზერვო გუნდში 2015-2018 წლებში ირიცხებოდა. სერჟიო მადრიდელთა პირველი გუნდის წევრი 2018-2020 წლებში იყო.
AS-ის ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” 27 წლის განაპირა მცველით დაინტერესდა, რასაც ფეხბურთელის აგენტი ადასტურებს. რეგილონი “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის, ანჟე პოსტეკოგლუს გეგმებში არ შედის და ლონდონური კლუბი მის გასაყიდად მზადაა.
რეგილონმა გასული სეზონის პირველი წრე იჯარით “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა, შემდეგ კი ის “ბრენტოფრდში” იყო განათხოვრებული.


რეგილონის შეყვარებულს თუ მოიყვანს კაცი ისიც ბარსაში არა, თავისთან სახლში, აბა ეს ვის რად უნდა.
ეს რამოსმა გააგდებინა, ამან რო შემთხვევით ბურთი მოარტყა ვარჯიშზე. ისე ტიპიური მადრიდელია უხეში და უზრდელი, ვინისიუსს მოგაგონებს უზრდელობაში თამაშის დროს.
ფორტი, კუნდე – მარჯვნივ
ბალდე, მარტინი – მარცხნივ
ვალიე – ორივე ფლანგი პრინცპიში ფორტიც
რა რეგილონი ბალდე და ფორტი გადაყლაპავენ ამას
მის პოზიციაზე ბალდე, მარტინი და ვალიე გვყავს, ასევე შეუძლია ფორტსაც თამაში, ფლიკიც კმაყოფილია ამიტომ უბრალოდ შემოგდებული ნიუსია, რათა ტოტენჰემმა მარტივად მოიშოროს ბარსას გამოყენებით.
ეს ვალე არ მომწონს და რავქნა.. ბევრი სწრაფი პროფესიონალი ვინგერი გვითრევს . არაა სრაფი და არც ფიზიკურად ძლიერია.. კიდე ჭირდება ერთი 2 წელი რომ გაძლიერდეს. რავიცი მე რაც ვნახე გინდა სიტისთან გინდა მილანთან იმენა გვითრიეს
არაფერი გეტკინოთ მანამ, სანამ ეს ბარსაში ითამაშებს.
ეს ის უზრდელი არაა? მესის რო ეტლიკინა
ხომ არ უჟუილებენ