ესპანეთის დროით დილის 10:00 საათზე, “ბარსელონას” შემადგენლობა “ელ პრატის” აეროპორტში გამოცხადდა და გეზი გრანადასკენ აიღო.
კატალონიელები დღეს საღამოს (თბილისის დროით 22:00 საათზე) “ლოს კარმენეს” სტადიონზე ადგილობრივ “გრანადას” დაუპირისპირდება და მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება. “ბარსელონას” განაცხადი ხსენებული მატჩისთვის ასეთია: ვალდესი, პინტო, ალვეში, მონტოია, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, ინიესტა, მესი, პედრო, ტიაგო, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, მაქსველი, ადრიანო, აბიდალი და ფონტასი.
“ფედერიკო გარსია ლორკას” აეროპორტში “ბარსელონას” 1,000-ზე მეტი გულშემატკივარი დახვდა.




