ოთხშაბათს ჩილელი ძირითად გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს, 10 დღის შემდეგ კი ექიმებისგან თამაშის უფლებას მიიღებს. ზუსტად ამ დროს მას ჩილეში მოუწევს გამგზარება, რათა საკუთარ ნაკრებს დაეხმაროს.
ალექსის სანჩესი აღდგენის ფინალურ სტადიაზე იმყოფება. თუმცა განსაკუთრებული კალენდრის გამო ის ჯერ ჩილეს ნაკრებში გამართავს თამაშს, ხოლო შემდეგ ”ბარსელონას” მაისურით გამოვა მოედანზე.
ჩილელმა ტრავმა 10 სექტემბერს ”ანოეტაზე” მიიღო. ის ვარჯიშს ოთხშაბათს განაახლებს. შემდეგ დღეს ის დაისვენებს, რადგან ანდალუსიაში გასვლის შემდეგ პეპ გვარდიოლა გუნდს დასვენების დღეს აძლევს. ალექსისი გუნდთან ერთად არც ისე ბევრ სავარჯიშოს შეასწულებს. ის მონაწილეობას მიიღებს კუნთის გაჭიმვაში და ბურთის წრიულ გადაცემაში. ყოველდღიურად ის მოუმატებს ვარჯიშებს და გუნდთან ერთად საბოლოოდ ყველა სავარჯიშოს შეასრულებს.
იგეგმება, რომ ვარჯიშის განახლებიდან 10 დღის შემდეგ მას თამაშის უფლება მიეცეს, თუ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დაიგეგმა. სწორედ ამ დროს მას ჩილეში გამგზავრება მოუწევს, სადაც მისი ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ 2 მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა 11 ნოემბერს ურუგვაიში გაიმართება, მეორე კი 15 ნოემბერს ჩილეში, სადაც ადგილობრივი ნაკრები პარაგვაის უმასპინძლებს.
ალექსისმა ”ბარსელონას” 9 ოფიციალური შეხვედრა გამოტოვა, რომელსაც უხალოესი მატჩები დაემატება: ”გრანადა”, ”მალიორკა”, ”პლზენი”, ”ატლეტიკი” და ”ოსპიტალიეტე”. ამგვარად ჩილელის დაბრუნება ”ბარსელონას” რიგებში 19-20 ნოემბრამდე იდება, როცა მე-13 ტურის მატჩში ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ ”სარაგოსა” ჩავა.
ამ დრომდე ალექსის სანჩესმა, რომელიც კლუბს 26 მილიონი ევრო დაუჯდა და პლიუს ბონუსები 11.5 მილიონი 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა: ”მადრიდის რეალთან” (90 წუთი), ”პორტუსთან” (27 წუთი) და ”ვილიარეალთან” (90 წუთი).
ბორგი: ”თამაში ბარსელონაში განაახლოს”
ჩილეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო ბორგიმ ჯერ კიდევ არ იცის ექნება თუ არა ალექსისის იმედი უახლოეს მატჩებში: ”ჩვენ მას ვერ გამოვიძახებთ, თუ კლუბში არ ითამაშებს. გვარდიოლამ განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკრებში გამოძახების დროს მას თამაშის უფლება ექნება. თუკი ამ დრომდე ის ”ბარსელონაში” მატჩს გამართავს მისი გამოძახების მეტი შანსი გვექნება”.
გვარდიოლამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გამოიძახებს თუ არა ჩილე ალექსის სანჩესს, მისთვის მთავარია. რომ ”მხოლოდ ჯანმრთელი დაბრუნდეს უკან”.



