მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლოს და ბოლოს, მესიც ადამიანია!

ბოლოს და ბოლოს, მესიც ადამიანია!

  გუშინ “ბარსელონამ” “სევილიას” უმასპინძლა და დაძაბული თამაშის შედეგად 2 ქულა დაკარგა. 2 ქულასთან ერთად კატალონიელებმა დროებით მაინც დათმეს ლიდერის პოზიციები ჩემპიონატის ცხრილში.

 

მასპინძლებმა უამრავი შეტევა განახორციელეს. უტევდა ყველა – მესი, ინიესტა, ადრიანო, ვილია, პედრო,ჩავი, კეიტა, ტიაგო. ალბათ მხოლოდ ვალდესს არ დაურტყამს მეტოქის კარში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა “ბლაუგრანელებმა” ვერა და ვერ გაარღვიეს “სევილიის” დაცვა, რომელიც რამდენიმე ზოლად იყო განლაგებული. მატჩის ძირითადი ნაწილი სტუმრებმა მთელი შემადგენლობით საკუთარ საჯარიმოში გაატარეს. ძირითადი დროის მიწურულს კი, ინიესტამ მაინც შესძლო მეკარესთან პირისპირ გასვლა, თუმცა იგი წააქციეს, რასაც მსაჯის მიერ პენალტის დანიშვნა მოჰყვა.

 

11 მეტრიანის ნიშნულთან ლეო მესი მივიდა. სიტუაცია მეტად დაძაბული იყო. ღელავდა ყველა – ფეხბურთელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები, მაგრამ განსაკუთრებით ღელავდნენ მესი და ვარასი. გარკვეული შეხლა–შემოხლის შემდეგ, ლეომ დარტყმა შეარულა, თუმცა მეტოქე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ბურთი მოიგერია. ლეომ გაუშვა ხელიდან მოგების შანსი, ასევე შანსი იმისა, რომ “ბარსას” ლიდერის პოზიცია შეენარჩუნებია ჩემპიონატში, შანსი იმისა, რომ დაწინაურებულიყო ბომბარდირთა დავაში, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, “კამპ ნოუზე” შეკრებილი გულშემატკივარი მესის სახელს სკანდირებდა.

 

სულ “ბარსაში” თამაშის მანძილზე ლეოს ექვსჯერ აქვს “გაფუჭებული” პენალტი: ორჯერ ლა ლიგაში, სამჯერ კოპაზე და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე. მეკარეთა შორის, რომლებმაც მოიგერიეს არგენტინელის 11 მეტრიანიდან დარტყმული ბურთები არიან: დიეგო ლოპესი, კაბალიერო, რიესგო, ტზორვასი და რა თქმა უნდა ხავი ვარასი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში