ვიქტორ ვალდესი ახლოსაა იმასთან, რომ დაამყაროს საკუთარი რეკორდი ზედიზედ კარის მშრალად შენახვაში (577 წუთი).
პეპ გვარდიოლამ გუშინ ყველას შეახსენა, რომ ”ბარსა” ასეთი არ იქნებოდა შეტევაში, რომ არ ჰყავდეს შესანიშნავი დაცვა. ეს ვიქტორ ვალდესის არგაშვებული ბურთებითაც დასტურდება, რომელსაც საკუთარი რეკორდის მოხსნამდე 60 მშრალი წუთი აშორებს.
ამჟამად ”ბარსას” კიპერს ზედიზედ 5 მშრალი მატჩი აქვს ჩატარებული. 3 ლა ლიგაში და 2 ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მატჩებს ”ვალენსიასთან” მატჩის 67 წუთი უნდა დაემატოს. ”სევილია” კი ამ მშრალი სერიის გასაგრძელებლად ერთ-ერთი სასურველი მეტოქეა, რადგან ”კამპ ნოუზე” ბოლო სამი ვიზიტისას მათ ”ბარსას” კარის აღება ვერ მოახერხეს.
შემდეგი ნაბიჯი
შემდეგი ნაბიჯი ვიქტორისთვის პრიმერაში საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება იქნება. პრიმერას მატჩებში ვიქტორ ვალდესის რეკორდი 673 წუთიან მშრალ სერიას წარმოადგენს.



