მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა ახალ “ლა მასიაზე”

გვარდიოლა ახალ “ლა მასიაზე”

კატალონიის “ბარსელონას” მწვრთნელი ძალიან გახარებული იყო ახალი შენობის აშენებით: “შესანიშნავი პროფესორი, ორიოლ ტორტი… დიდი იმედი მაქვს, რომ მუშაობა ისევე გაგრძელდება, როგორც ეს ბოლო 32 წლის განმავლობაში ხდებოდა”. დღეს კლუბში უამრავი ვარსკვლავია, რომლებიც სწორედ ამ აკადემიამ აღზარდა.

 

ძალიან ემოციური დღე იყო ხუთშაბათი, რადგანაც სწორედ აღნიშნულ დღეს იყო ახალი “ლა მასიას Oriol Tort-ის სავარჯიშო ცენტრის” ინაუგურაცია. ხოსეპ გვარდიოლა გახლდათ აღნიშნულ ცერემონიაზე და ხოტბა შეასხა ახალ აკადემიას “სიუდად ესპორტივაზე” გამართული პრეს-კონფერენციაზე: “ეს ძალიან ემოციური მოვლენა იყო. მე ვმონაწილეობდი იმ დიდი ადამიანის სახელობის ცერემონიაში, რომელსაც ორიოლი ტორტი ერქვა”. პეპს იმედი აქვს, რომ “ახალგაზრდა გუნდები მშვიდობიანად ივარჯიშებენ” ახალ აკადემიაში.

 

საუკეთესო სურვილები

 

გვარდიოლამ შესანიშნავად იცის რა კარგი საქმეც კეთდებოდა აკადემიაში ბოლო 32 წლის განმავლობაში და დიდხანს არსებობა უსურვა ახლად გახსნილ დაწესებულებას. პეპის გუნდში ახლა 11 კანტერის გაზრდილი ფეხბურთელი ირიცხება, მაგრამ ხოსეპი გრძნობს, რომ არსებული სიტუაცია არის “გამონაკლისი… ეჭვი მეპარება იმაში, გაიზრდება თუ არა კიდევ ასეთი ბრწყინვალე თაობა”.

 

 

რთულად შესაცვლელი 

 

გვარდიოლა ფიქრობს, რომ ძალიან რთულია ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელიც შეცვლის ჩავის, ინიესტას, ვალდესსა და მათ თანაგუნდელებს: “მაგრამ სანამ ისინი აქ არიან, მხოლოდ კარგს ისწავლიან მათგან ახალგაზრდები, თუმცა შეუძლებელია მათი შეცვლა. ძალიან რთული იქნება თაობის ისევე ბრწყინვალედ შეთამაშება, როგორც დღევანდელი ფეხბურთელები არიან”.

 

მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ჩავი ერნანდესზე, რომელიც ყველადროის რეკორდსმენი იქნება ლა ლიგაში ჩატარებული მატჩების მხრივ, თუ “სევილიას” წინააღმდეგ იასპარეზებს: “ის ძალიან რთულად შესაცვლელი ფიგურაა, არა მხოლოდ იმიტომ, რასაც ის მოედანზე აკეთებს, არამედ მოედნის გარეთაც. ძალიან რთულია ისეთი პიროვნების პოვნა, რომელიც ამდენ სიხარულს მოიტანს გასახდელში”.

 

“სევილია” – სახიფათო მეტოქე

 

გვარდიოლამ გვერდი არ აუარა თავის მოვალეობას, რომელიც თვალისწინებს გუნდის მომზადებას “სევილიასთან” გასამართი მატჩისთვის. აღნიშნული შეხვედრა გაიმართება დღეს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე. პეპი თვლის, რომ “სევილია” “არის უდიდესი გუნდი… მათ ჯერ მატჩი არ წაუგიათ. ანდალუსიელები თამაშობენ ფეხბურთს ერთი შეხებით და ხშირად გადიან მეკარის პირისპირ”.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=ow_I9S4D6PA]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში