მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა ”სევილიას” უფრთხის

გვარდიოლა ”სევილიას” უფრთხის

”სევილიასთან” მატჩის წინ ”ბარსას” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელებს მოუწოდა, რომ მომავალ მეტოქეს სრული სერიოზულობით მიუდგნენ.

”სევილია” ძლიერი მეტოქეა. ეს გუნდი ყველა მატჩში გამარჯვებისთვის თამაშობს” – საუბრობს ”ბარსას” მთავარი მწვრთნელი. ”ანდალუსიელებთან მატჩმა უნდა გვანახოს, თუ რამდენად მზად ვართ სერიოზული მატჩებისთვის”.

”მათ კარგი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც დაცვითი ტაქტიკის მიმდევარია, თუმცა ის შეტევასაც არ ივიწყებს. ”სევილია” ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებზე. ესპანეთის ჩემპიონატში მათზე სახიფათო მხოლოდ ”რეალია”. რაც შეეხება სესკს, ის გამოჯანმრთელდა და მზადაა მოედანზე გამოსასვლელად. თუმცა მის გარდა ჩვენ ინიესტა და ალკანტარა გვყავს, ასე რომ ბევრი ვარიანტი არსებობს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში