Diario Sport იტყობინება, რომ რობერტ ლევანდოვსკის თამაში “ლას პალმასთან” შაბათს გასამართ მატჩში საეჭვოა.
გამოცემის ცნობით, ლევანდოვსკიმ პოლონეთისა და უელსის დაპირისპირებაში დისკომფორტი იგრძნო. მატჩი 120 წუთს გაგრძელდა, ხოლო დამატებითი ტაიმების წინ მედიკოსებს მისი მკურნალობა ყინულის საშუალებით მოუწიათ.
“ლას პალმასთან” შეხვედრამდე ლევანდოვსკი მხოლოდ ორ სავარჯიშო სესიას დაესწრება. ჩავის გარისკვა არ სურს და იგი პოლონელი თავდამსხმელის სათადარიგოთა სკამზე დატოვებას აპირებს.
რობერტ ლევანდოვსკი ბოლო დროს კარგ ფორმაშია. იგი ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გარდა ამისა, მან ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლის” ჯამში 2 გოლი გაუტანა, ხოლო “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ერთი გოლი და ორი ასისტიც მიითვალა.
მგონი ეშველა როკეს.
დაისვენოს, ლას პალმასს წესით მაგის გარეშეც მოუგებენ.
იმედია როკეს მიცემს შანს და ტორეს არ ჩააკვეხებს
ძაან კაი როგორც იქნა როკეს მიეცემა შანსი მთლიანი თამაში ითამაშოს
რა თქმა უნდა ლევანდოვსკის ჯამრთელიბა. იმედია პსჟ-თან მატჩისათვის მზად იქნება. და აქვე ჩნდება საშუალება მიეცეს მთლიანი მატჩის თამაშის შანსი როკეს. ცოტა მეტი დრო უნდა მიეცეს ამ ბიჭს, რომ შეეგუოს და გამოგვადგეს, სხვანაირად ან სკამზე დალპება, ან წავა. ბოლომდე მაინც ვერ გავიგე როკეს მოყვანის აზრი. აქეს და ადიდეს, მხსნელად მოიხსენიეს, ჩავიმ ასე თქვა, რომ მესსის და რონალდუს დონეზე უნდა მივიღოთო და დასვეს სკამზე. ჩავიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ლევანდოვსკის სკამზე დადასმელად მხნეობა არ ეყოფოდა. ყველამ იცოდა ეს, მაგრამ მაინც გადაიხადეს 40 მლნ-მდე უზარმაზარი ბონუსებით. ეს იყო დეკუს აზრი და ინივიატივა…. მაგრამ რატომ ყრიან ასე ფულებს ვერაფრით ვერ გავიგე…..
ხოდა როკეს დროც მოსულაა, პესეჟესთან თამაშის წინ გარისკვა არ ღირს და დაასვენებს კიდევაც სავარაუდოდ ჩავი, ლევანაც უფრო მოხოდილი იქნება მერე, ხასიათზე კი იქნება ეგეც ჩვენი არ იყოს დრამატული ბრძოლით გავიდა ევროზე❤️💪
სჯობს არ გარისკონ რადგან 10 დღეში მერე პსჟსთან გველოდება ეგრევე უ,ნიშვნელოვანესი მატჩი და იქ ჯობია გამოვიდეს, დაგვჭირდება მისი კლასი.
როკემ ითამაშოს, მიიღOს შანსი დრო საყვარელ პოზიციაზე არაფერი დაშავდება უკვე დროა