მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: “რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მესი საუკეთესოა”

ინიესტა: “რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მესი საუკეთესოა”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ, განცხადება გააკეთა იმის შესახებ, თუ ვინ არის მისი აზრით დღეისათვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

“ბევრ ფეხბურთის მოყვარულს, მაინც და მაინც არ ეხატება გულზე კრიშტიანუ რონალდუ, თუმცა ჩემთვის ის შესანიშნავია. პორტუგალიელი ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იმაზე კი ორი აზრი არ არსებობს, რომ დღეისათვის სპორტულ სამყაროს ლიონელ მესი განაგებს. არგენტინელი ნამდვილად ბრწყინვალეა. რაც შეეხება ინიესტას, ის არ თამაშობს იმისათვის, რათა გახდეს საუკეთესო. მე ეს არ მაინტერესებს. საუკეთესო კლუბში ვმოღვაწეობ და ინდივიდუალურობა არ მაღელვებს. მთავარია “ბარსელონამ” მოიგოს ტიტულები და გავახაროთ გულშემატკივარი. სწორედ ამისთვის ვირჯები და ყველაფერს ვაკეთებ მათი სიამოვნებისთვის.” –ციტირებს ინიესტას სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

ესპანელმა ფეხბურთელმა გუშინწინაც გაგვახარა ქომაგები, როდესაც მესისთან ერთად ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშა და თავადვე დააგვირგვინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში