workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მწერლების კონკურსის გამარჯვებულები

მწერლების კონკურსის გამარჯვებულები

როგორც იცით, ჩვენს საიტზე ტარდება მწერლების კონკურსი. გარკვეულ მიზეზთა გამო, ბოლო 3 თვის განმავლობაში, გამარჯვებულების გამოვლენა ვერ ხერხდებოდა და გადავწყვიტეთ მარტის, აპრილი და მაისის გამარჯვებულები ერთად გამოგვევლინა.

სანამ გამარჯვებულებს გაგაცნობდეთ, მოგახსენებთ, რომ მაისიდან იცვლება კონკურსის ჩატარების წესი. აღარ გვეყოლება ჟიური – გამარჯვებულს გამოავლენენ უშუალოს საიტის მომხმარებლები. ყოველი თვის 23 რიცხვში გაიხსნება გამოკითხვა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის მწერალი, რომელსაც 23 რიცხვის ჩათვლით, იმ თვეში, დაწერილი ექნება მინიმუმ 5 სიახლე. გაითვალისწინეთ, გამოკითხვის გაყალბების პირველივე მცდელობისას მწერალი სამუდამოდ მოიხსნება კონკურსიდან.

ახლა კი, რაც შეეხებათ გამარჯვებულებს – ბოლო 3 თვის გამარჯვებულები გახდნენ beso007, THIERRYHENRY14 და LIONEL_MESSI_4_U. მათ გადაეცემათ ჩვენი პარტნიორი საიტის, Grant.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, ფოტომაისური.

გათამაშება გრძელდება, გისურვებთ ყველას წარმატებებს smile

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში