ბრაზილიაში, დანი ალვესის მშობლიურ ჟუაზეიროში, ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლი ვანდალების მსხვერპლი გახდა.
მანამდე, გოგოზე სექსუალური ძალადობის გამო ბრაზილიელისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ძეგლს შავი ჩანთა დააფარეს, ახლა კი თეთრი საღებავი წაუსვეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაიცით, ჟუაზეიროს საზოგადოება დანი ალვესის ძეგლის აღებას ითხოვს. ქალაქის მერი ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს.
“ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს კატალონიის დედაქალაქის ერთ-ერთ ღამის კლუბში გოგოს გაუპატიურებისთვის 4.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ეს ვანდალები შემთხვევით ელიტარული საროსკიპოს თანამშრომლები ხო არ იყვნენ.