აშრაფ ბენ აიადის ინფორმაციით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საუდის არაბეთიდან ძალიან მიმზიდველი შეთავაზება მიიღო. დაინტერესებული კლუბი და სატრანსფერო თანხა, ჯერჯერობით, არ სახელდება.
გასულ ზაფხულში გერმანელმა “ბარსასთან” კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა, რაც ნიშნავს, რომ მისი გაყიდვის შემთხვევაში, კატალონიური გრანდი საკმაოდ დიდ ფულს მიიღებს.
ტერ შტეგენი “ბარსელონაში” მე-10 სეზონს ატარებს და აქ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა, მაგრამ უკვე 30 წელს გადაცდა და შესაძლოა, კარიერის ბოლო ეტაპზე და მაღალ ხელფასზეც იფიქროს, რომელსაც საუდის არაბეთიდან შესთავაზებენ.
საბოლოო სიტყვა, რა თქმა უნდა, “ბარსას” ეკუთვნის. თუ ტერ შტეგენი წავა, კლუბმა მისი შემცვლელი უნდა იყიდოს, რადგან ინიაკი პენიამ გერმანელის 3-თვიანი ტრავმის დროს თავი კარგად ვერ წარმოაჩინა და გუნდში მასზე იმედებს არ ამყარებენ.
მარკმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. მან კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

შტეგენი იყოს რამდენიმე წელი კიდევ ბარსაში და მამარდა მოიყვანონ მერე შემცვლელად.
შტეგო გავყიდოთ და დავაყენოთ კედელი პენია.
მერე მამარდა ვერ ივარგებს თუ არ გადმოვა.
🚨 მიუნხენის ბაიერნი კიმიხის გორეცკას და ზანეს გაყიდვას გეგმავს❗️
📌 ასევე დიდი შანსია კლუბი დატოვოს ალფონაო დეივისმა, რომლის პირველ შემცვლელადაც ტეო ერნანდესი მოიაზრება ✅
დიდი სიამოვნებით წამოვიყვანდი გორეცკა კიმიხს ბაიერნიდან
30 წელი მეკარისთვის როდიდანაა ბებერი?😀
კიდევ დანგრევა და გაფარჩაკება გვინდა?!
სადმე წერია ყიდიან ან ტრანსფერზე შეიძლებ დააყენომო?კლუბია დამნაშავე რო შეიხებმს შტეგო სურთ თუ ვერ გავიგე რას ეყრდნობა შენი კომენტარი😁ჩვენ სხვა ქვეყნიდან გულშემატკივრები ვაქცევთ ჭიანჭველას სპილოდ ბარსამანიაზე და მერე ადვილობრივების გვიკვირს რატო იქცევიან უკუღმაო.ვინც რას დაწერს ბარსელონაზე ყველაფერი სიმართკე როგორ გონიათ ვერ გამიგია
შტეგენის წასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში მომინდებოდა თუ მამარდას მოიყვანდნენ😀🙏🏻
მიდიიით დაყიდეთ ყველაა!!
კიდევ დანგრევა და გაფარჩაკება გვინდა?!
2 weli mainc itamashebs magal doneze da mere ukve daewyeba regresi. Kontrakti kai xani aqvs da 2 wlis mere sheidzleba arabebs 40-50 avaxiot…
არ ქნა ეგ სისულელე შტეგო
30 ს გადაცდა მაგრამ მეკარისთვის არ არის მოხუცი