workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ვიგოში ლევანდოვსკის დუბლით მოიგო; შემდეგი გაჩერება – ნეაპოლი

ბარსელონამ ვიგოში ლევანდოვსკის დუბლით მოიგო; შემდეგი გაჩერება – ნეაპოლი

“ბარსელონამ” ლა ლიგის 25-ე ტურში ვიგოს “სელტა” გასვლაზე 2-1 დაამარცხა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ლამინ იამალის ასისტით რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, თუმცა მეორე ნახევრის სტარტზე იაგო ასპასმა წონასწორობა აღადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსას” კარგი მატჩი არ ჰქონდა, 90+7′ წუთზე მაინც მოიგო – “სელტას” კარში დანიშნული პენალტი ლევანდოვსკიმ გაიტანა. პოლონელმა პირველ ჯერზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მაგრამ VAR-ს ჩარევის შემდეგ გამოჩნდა, რომ ვიგოელთა მეკარეს, ვისენტე გუაიტას ფეხი კარის ხაზზე არ ჰქონდა. შესაბამისად, მეორე მცდელობით რობერტმა პენალტი ზუსტად შეასრულა და “ბარსელონას” მოაგებინა. 

ამჟამად, კატალონიური კლუბი 54 ქულით მესამე ადგილზეა. “ჟირონასა” (56 ქულა) და “რეალ მადრიდს” (61 ქულა) ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ.

“ბარსელონას” შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, 21 თებერვალს, სტუმრად, “ნაპოლის” წინააღმდეგ ელის. ლა ლიგაში კი გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 თებერვალს, “ხეტაფესთან” გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 18 თებ 2024, 21:40

    მოკლედ ვინც აქ არ ივარგა და გავუშვით ყველამ ფეხი აიდგა. რა პასი გააკეთა მინგესამ აქ ეგრე რო ეთამაშა არა მგონია გაეშვათ.

  • Bakero
    schedule 18 თებ 2024, 00:06

    ციტატა: ხავიესტა

    ციტატა: JustBarcaLover
    ახვარი მინგესა ჩვენს წინააღმდეგ თავს იგიჟებს ფუ მაგის


    არადა საერთოდ არაა ცუდი ტიპი… კარგად თუ თამაშობს მაგის გამო ნამდვილად არაა საგინებელი… სუარესიც გვიტანდა მასე გოლებს და ვილიაც მაგრამ არავის უგინებია…

    ციტატა: me da barca
    ვილიარეალთან და გრანადასთან დაკარგული 5 ქულა, რომ მივუმატოთ მეორეზე ვიქნებოდით


    და რეალთან 5 ქულაში…


    და რეალს რომ ალმერია/ლას პალმასთან 21 და 27 იანვარს 6 ქულა! უკანალში შეტენეს ეგ ამბავი როგორ არის

  • Barca
    schedule 18 თებ 2024, 00:04

    კვარას დააკვირდებიან უფრო კარგად ნქპოლისთან და იქნებ დაინატონ კიდევ

  • Rick Sanchez
    schedule 18 თებ 2024, 00:01

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️
    Modi napolis siyrprizi movuwyot da ar chavidet,gamoslevdebian ddd aba am napolimac tu mogvigo pizdc dd


    პირველად სეზონში ბარსელონას თამაშით გაოცდება კამანდა

  • ხავიესტა
    schedule 17 თებ 2024, 23:58

    ციტატა: JustBarcaLover
    ახვარი მინგესა ჩვენს წინააღმდეგ თავს იგიჟებს ფუ მაგის


    არადა საერთოდ არაა ცუდი ტიპი… კარგად თუ თამაშობს მაგის გამო ნამდვილად არაა საგინებელი… სუარესიც გვიტანდა მასე გოლებს და ვილიაც მაგრამ არავის უგინებია…

    ციტატა: me da barca
    ვილიარეალთან და გრანადასთან დაკარგული 5 ქულა, რომ მივუმატოთ მეორეზე ვიქნებოდით


    და რეალთან 5 ქულაში…

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 17 თებ 2024, 23:55

    Modi napolis siyrprizi movuwyot da ar chavidet,gamoslevdebian ddd aba am napolimac tu mogvigo pizdc dd

  • me da barca
    schedule 17 თებ 2024, 23:53

    ვილიარეალთან და გრანადასთან დაკარგული 5 ქულა, რომ მივუმატოთ მეორეზე ვიქნებოდით

  • JustBarcaLover
    schedule 17 თებ 2024, 23:52

    ახვარი მინგესა ჩვენს წინააღმდეგ თავს იგიჟებს ფუ მაგის

  • ხავიესტა
    schedule 17 თებ 2024, 23:51

    მიდით მიდით… ჟირონა გაასხავს იმედია… მეორეზე მაინც უნდა დავსრულოთ წელი.