თუ ნახევარდაცვა არ გვივარგა, არაფერი გამოგვდის ხოლმე. ვიღაცები გუნდის გასამართად დაცვას აძლიერებენ, ვიღაცები შეტევას, მაგრამ ჩვენთან ყველაფრის ამოსავალი ყოველთვის ცენტრის სიძლიერე იყო.
ბევრჯერ გექნებათ გაგონილი, ნეტავ გერმანელი მწვრთნელი მოვიდეს კლუბშიო. ეჭვი არაა, რომ ამას გულშემატკივარი გუნდში დისციპლინისა და აგრესიის დასანერგად ნატრულობს, რაც უკანასკნელ პერიოდში რომ გვაკლია, ამას აღნიშვნაც კი არ სჭირდება. ჰოდა, თუ აგრესია და ენერგიულობა გვინდა, ამადუ ონანა ზუსტად შესაფერისი ვარიანტია.
ამ ბიჭს ფიზიკაც უვარგა, გამძლეობაც, სითამამეც და პასის კულტურაც მშვენიერი აქვს. მოკლედ, ცენტრში ერთი დაუღალავი კაცი დაგვემატება, რომელსაც ძალასთან ერთად გონებაც კარგად უჭრის და თვალიც.
რამდენიმე სეზონის წინ, როდესაც გუნდმა გავი ათამაშა, ამ ბავშვში ყველაზე მეტად სითამამე მოგვწონდა, უშიშრობა და გაბედულობა მოგვწონდა, რომლისგანაც გასროლილი ნაპერწკალი მთელს გუნდს ცეცხლის გაღვივებაში ეხმარებოდა. კარგი ამბავი ისაა, რომ ონანაც ზუსტად ეგეთია, თავისი ეგოთი და სიამაყით, არც წაგება უყვარს და არც რამესთან შეგუებას ცდილობს, მებრძოლი ბიჭია, რასაც მოედანზე მუდმივად ამტკიცებს.
წავიდა ის დრო, ბუსკეტსი რომ ლერწამივით მოძრაობდა და თავისი ნელი მიხრა-მოხრით მეტოქეებს ადგილზე ყინავდა, უფრო სწორად, დრო კი არა, ბუსკეტსი წავიდა. შეხედეთ გვარდიოლას, რომელიც როდრით თამაშობს, ფიზიკურად ძლიერი საყრდენით. ახლა სხვა დროა, უფრო მეტს დარბიან, უფრო მეტი ძალა გჭირდება, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ კონტრაქტს ახალ ბუსკეტსს არ გავუფორმებთ. ჰოდა, ახალი ბუსკეტსის გამოჩენამდე, ეს ბიჭი ცხვირწინ გვყავს, უბრალოდ ფულის გადახდა არ უნდა დაგვენანოს.
ამადუ ონანა გუნდს იმას მისცემს, რაც ბოლო წლებში ძალიან გვაკლია, – მრისხანებას. ეგ ბიჭი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ევროზე ბელგია აუცილებლად შეუწყვილებს დე ბრუინს, რის ხარჯზეც მეტ თავდაჯერებასაც მიიღებენ და მეტ სიხისტესაც.
ნურავინ იფიქრებთ, რომ ონანა განახლებული კანტეა, – არა, ეგეთი არ არის. კანტე თავმდაბალი კაცია, ჩუმი და უპრობლემო, ონანა ამის საპირისპიროა, სადაც არის, იქ სახელს ტოვებს. აი, ზლატანი, ლუკაკუ, კოშტა, რამოსი და სხვები, ამათი ეგოს კაცია, უბრალოდ სიამაყესთან ერთად, ძლიერი ნახევარმცველიცაა. კანტე არა, მაგრამ კაზემიროს კი ჰგავს, ვარდნებიც იცის და შეტევაში მოულოდნელი ჩართვებიც, თითქოს ყოველთვის თავის ადგილზეა ხოლმე და თავისი გრძელი ფეხებით ყველაფრის დაფარვა შეუძლია.
არის სხვა ვარიანტებიც. კიმიხზე არაფერს ვიტყვი, უკონკურენტოა, თუმცა ონანა ფარული ბრილიანტია, რომლის აკაშკაშების სერიოზული პოტენციალი გვაქვს, თანაც მოქოქვა ორმხრივი იქნება, ის ჩვენთვის, ჩვენ მისთვის.
რატომ უნდა ვიყიდოთ ამადუ ონანა
იმიტომ რომ დეკუს მოსწონს და უნდა ახალი მწვრთნელის მოყვანამდე მოასწროს ყიდვა.
კესიც იყო ფიზიკურად ძლიერი და თან საკმაოდ ჭკვიანი ფეხბურთელი, მაგრამ გაუშვეს.
რატომღაც მგონია რომ ნაპოლს პირიქით კარგად მოვუგებთ
გეთანხმები, კარგი ვარიანტია, მაგრამ გვაქვსმისი გამსყიდვის თავი?
ევერტონს 2022-ში 33 მილიონი ფუნტი აქვს გადახდილი და თუ არ გავარდა პრემიერლიგიდან არ მგონია ამაზე ნაკლებად მოგვცენ.
ეს ბიჭი გვინდააააააააააააააააააა!
დამთვარდა კარში არ დაურტყამს ბავარიას 😂 ბრავო სარის ამოისვა 😂😂
დაველოდოთ თუ მართალია თითონ კლოპი იტყვის
Meechveba tore ise yvelaze kanfetia magis miyvana,misce unda erti 3 weli da daawyobs monstr gunds. Prosta sheisvenebs martla albat erti wlit,ai mere unda vichalichot uechveli. Alonsos liver tu waiyvans da bayernic naxavs vinmes,magaze reali gaiweva iqet zafxuls seriozulad.xoda magis sashualeba ar unda mivcet arcert pontshi,an chven guardiola an vinme egeti mainc unda moviyvanot sapirwoned,an arteta an ravici,tore dzaan dagvjabnis,dzaan…
აჰა შესანიშნავ მაგალითს დებს დღევანდელი ბაიერნი თუ რამდენს ნიშნავს კარგი მწვრთნელი ყოლა. ხავიც ეგრე წააგებს გასვლაზე დარწმუნებული ვარ და ესენი აგვისტოს ბოლომდე დატოვებენ 🫣
La Pulga10, ინსტაგრამზე იდო ინფო , რამდენად სანდო გვერდია ვერ გეტყვი , ეწერა რომ ლაპორტა ცდილობს დაყოლიებასო .
70 წუთია კარში არ დაურტყამს ბავარიას 😂😂😂💩
Dzaan kai mere,bayernis dedas shsvc namilion.tuxels rac sheexeba aramgonia vinme gijdebodes magaze,tumca unicho da cudi specialisti nagdad araa. Aqvs tavisi plusebic mara ar mgonia chventvis sachiro kaci iyos.kloppis,flikis, as rtetas,de dzerbis da egetbis shemeg markess da motas kide eg jobia…
ტუხელის ბავარიას უყურებთ აქ რომ გიჟდებით 😂
70 წუთია კარში არ დაურტყამს ბავარიას 😂😂😂💩
ტყუილია ეგ 99%, კლოპი ძალიან ჯიუტი ადამიანია, თუ თქვა რომ შეისვენებს ესეიგი მაგას აპირებს, თირემ საერთოდ არ წამოვიდოდა ლივერპულიდან სადაც საათივით აქვს აწყობილი საქმე.
სად გაჩნდა ეგ ინფო ხომ არ იცი?
თუ არჩევანი ამას და კიმიხს შორისაა მე კიმიხს ვამჯობინებ 🤷🏻♂️
me da barca, თუ მართლა დაგვთანხმდა , მაშინ სულ მცირე ორი წელი დრო უნდა მისცენ და მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა , ორი წლის მერე კლოპი ძალიან მაგრა შეაზანზარებს ევროპას .
ღმერთმა ქნას ეს სიმართლე იყოს.
ონანა არ ვიცი , მაგრამ გაჩნდა ინფო რომ კლოპი თანახმაა ერთწლიანი შვებულება გააუქმოს , თუ ბარსელონას გაწვრთნა მოუწევსო , სხვა დანარჩენ შემთხვევაში არც კი განიხილება მისი დავენების გადადება . მე მგონი ყველაზე მაგარი ინფორმაციაა , ეს თუ მართალია მაშინ ძალიან სერიოზული ძვრები იქნება გუნდში , კლოპი ისე არ წამოვა გამორიცხულია .
ადრეც დავწერე ზუსტად ასეთი გვჭირდება საყრდენად