გუშინდელი მატჩში, სადაც კატალონიის “ბარსელონამ” სანტანდერის “რასინგი მიიღო (3:0), “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” გაიმეორეს თავისი რეკორდი. ამის გარდა გთავაზობთ სხვა საინტერესო ფაქტებსაც.
–გუშინ “ბარსამ” გაიმეორა 2009/10 წლების სეზონის რეკორდი და მათ უკვე ესპანეთის სუპერთასიდან მოყოლებული 12 შეხვედრა ჩაატარეს წაუგებლად.
–ერიკ აბიდალი გახდა საუკეთესო ჩამჭრელი. მის ანგარიშზე 18 ჩაჭრაა.
–ამ სეზონში “ბლაუგრანამ” “კამპ–ნოუზე” სულ 21 გოლის გატანა მოახერხა, რაც საშუალოდ 5.25 გოლს უდრის თითოეულ მატჩში.
–”ბარსელონა” პრიმერა დივიზიონს 17 ქულით ლიდერობს და მათ ყველაზე მეტჯერ მოახერხეს მეტოქე გუნდის კარის აღება (26).
–ლიონელ მესიმ, დუბლის შესრულების შემდეგ გადაასწრო ლადისლაო კუბალას გოლების რაოდენობით. მის ანგარიშზე ახლა 196 შედეგიანი დარტყმაა და კატალონიელთა ყველა დროის საუკეთესო გოლეადორს, სეზარს 39 გოლითღა ჩამორჩება.
–ჩავიმ უკვე ლა ლიგის სამ შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა. აქამდე, მან “სოსიედადს” და “ოსასუნას” გაუტანა.
–გუშინდელ შეხვედრაში, “ბარსელონამ” 907 ზუსტი გადაცემა გააკეთა, ხოლო “რასინგმა”–129.



