მსოფლიოს ათ საუკეთესო ფეხბურთელთა შორის, “კასტროლის” ვერსიით, შევიდნენ კატალონიის “ბარსელონას” ოთხი ფეხბურთელი მაშინ, როცა მადრიდის “რეალიდან” მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ მოხვდა ამ სიაში.
არგენტინელმა თავდამსხმელმა პირველად დაიკავა ამ რეიტინგში პირველი ადგილი. ყველაფერი მარტივად ხდება: უახლესი ტექნოლოგიის დახმარებით, გამოითვლება 2000 ფეხბურთელის თითოეული მოძრაობა და მოქმედება, რომლებიც მსოფლიოს 5 საუკეთესო ჩემპიონატებში თამაშობენ.
ასე და ამგვარად, 2009 წლისგან განსხვავებით, როდესაც რონალდუმ ლეო მესი და ტიერი ანრი მოიტოვა უკან, ახლა მან ვერაფერი ვერ გააწყო და პირველი ადგილიც დამსახურებულად დაიკავა 24 წლის ვარსკვლავმა. ეს სეზონი მან ბრწყინვალედ დაიწყო და უკვე მოახერხა 15 გოლის გატანა და 7 შედეგიანი გადაცემის გაკეთება.



