“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერარ გუმბაუმ, რომელიც ამჟამად “გრანადაში” ასპარეზობს, მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა:
“ბარსასთან” შეხვედრა ყოველთვის გამოწვევაა, რომელსაც დიდი ენერგიითა და მონდომებით ხვდები.
რთული პერიოდის მიუხედავად, “ბარსელონა” დიდებული გუნდია, მაგრამ ვაპირებთ, მათ დისკომფორტი შევუქმნათ.
ლუკას ბოიეს არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ საკმაო რესურსი გვაქვს, რომ არგენტინელი შევცვალოთ.
გუმბაუ 2014-2017 წლებში “ბარსა ატლეტიკში” თამაშობდა, 2015-2016 წლებში კი რამდენიმე მატჩში პირველ გუნდშიც ჩაატარა. “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ ის “ლეგანესში”, “ჟირონასა” და “ელჩეში” ასპარეზობდა, ამჟამად კი “გრანადაშია”.




მოკლედ გუნდი აღარ არის ლა ლიგაში ყოფილი ბარსელონელი რო არ თამაშობდეს.
დღეს გოლს გაგვიტანს ეს😀😀