ლუის ენრიკე აგრძელებს თვალყურის დევნებას ”ბარსელონას” ლატარელზე, თუმცა ფეხბურთელი აგენტი უარყოფს რაიმე სახის მოლაპარაკებებს.
იტალიური მედიის ცნობით ”რომას” სამწვრთნელო შტაბი დაინტერესებულია მონტოიას შეძენით. ფეხბურთელის აგენტმა, ხოსეპ მარია ორობიგტმა კატალონიური კლუბის გულშემატკივრები დაამშვიდა და განაცხადა, რომ იტალიუ კლუბს არანაირი კონტაქტი არ ჰქონია მასთან.
”რომას” გარდა ფეხბურთელის შეძენა სურთ ”ვალენსიას” და ”ბაიერნს”. ფეხბურთელს ”ბარსასთან” კონტრაქტი მომავალ წელს უსრულდება და ამ დრომდე მას ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას ეჭვი ეპარება საკუთარ მომავალში. აგენტმა ლუის ენრიკესგანსაკუთრებული ინტერესი დაადასტურა: ”ის დიდ პატივს სცემს მარტინს და ძალიან აფასებს მის პოტენციალს”.



