workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფონტასი ინგლისში?

ფონტასი ინგლისში?

 

კატალონიის “ბარსელონას” 21 წლის ფეხბურთელი, ანდრეუ ფონტასი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაღებისთანავე ინგლისის პრემიერ-ლიგაში გადაბარგდეს, იტყობინება ლონდონური გამოცემა The Sun.

 

ტალანტით სავსე ესპანელი მცველით დაინტერესებულნი არიან “ფულჰემი” და “ბლექბერნი”. სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი “ბარსას” ხელმძღვანელობას შემდეგ კვირაში გაუგზავნის დეტალურ ინფორმაციას და ოფიციალურად მოსთხოვს ფონტასის გაყიდვას. მისი სატრანსფერო ფასი 2 მილიონი ფუნტია.

 

შეგახსენებთ, რომ ანდრეუ ამ სეზონში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პირველი გუნდის რიგებში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. რაც შეეხება გასულ წელს, ფონტასმა ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში