ესპანეთის სუპერ თასის ფინალს, რომელიც 14 იანვარს “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის გაიმართება, ხუან მარტინეს მუნუერა განსჯის.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს, რომელმაც სტატიას ზედ მუნუერას “ელ კლასიკოებში” დაფიქსირებული სტატისტიკაც დაურთო.
როგორც ვკითხულობთ, მუნუერას აქამდე “რეალ მადრიდისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება 3-ჯერ აქვს განსჯილი, რომლიდანაც 2 მადრიდელებმა, ერთი კი კატალონიელებმა მოიგეს.
ხუან მარტინეს მუნუერას მსაჯობისას “ბარსელონას” “ელ კლასიკოში” ერთადერთი გამარჯვება 2021/2022 წლების სეზონში აქვს მოპოვებული, როდესაც “ბლაუგრანამ” მეტოქეს გასვლით შეხვედრაში დიდი ანგარიშით, 4:0 მოუგო.



აღარ არის ობამეიანგი გუნდში და მაგიტო😁
4-0 რო მოვუგეთ მაშინ გუნდი თამაშობდა და მას შემდეგ სულ დავჩმორდით, ასე რომ ობიექტური მსაჯი ყოფილა.
მაგ სეზონში ეხლა რო გვყავს კამანდა მაგის ნახევარიც არ გვყავდა… დღემდე მიკვირს ოთხით ნოლებს როგორ იგებდა მაშინ ჩავი
me da barca, ყველაფერი ხო და ჩავის არ ვემხრობი არც მე მარა მაგ მატჩში ნახევარი გუნდი არ ჰყავდა ჩავის ეგეც ფაქტია და ძალიან აშკარაა რომ კლასიკოებში მაგარი მომზადებულია ყოველთვის უბრალოდ სულ ტრამვები უფუჭებს საქმეს თორე როგორც ასეთი მაგრად მინდა წავიდეს მეც მარა ეს ფაქტია
ზუსტად ეგ თამაში იყო ანჩელოტიმ ექსპერიმენტების ჩატარება, რომ მოინდომა და გაედო 0:4, რაც თვითონაც აღიარა მერე და საკუთარ თავზე აიღო. შემდეგ ჩავიმაც წააგო საკუთარ მოედანზე 0:4, თუმცა წაგება ყველას დააბრალა საკუთარი თავის გარდა.
გადავფურცლე უკან და იმ წაგებული თამაშის კომენტარებს გადავხედე. მე მაშინ ჯერ კიდევ იმედიანად ვიყავი ჩავის მიმართ, ყველაფერს ფეხბურთელებს ვაბრალებდი, მაგრამ თურმე ყოფილან საიტზე ისეთებიც ვინც ჩავის წასვლას მაშინაც ითხოვდა. დღესაც არიან აქ, რომლებიც ყველა წაგებას და უსახურ თამაშს ფეხბურთელებს აბრალებენ, მაგრამ არა ჩავის, როგორც მე მაშინ.