”ბარსას” ბრაზილიელმა მცველმა, მაქსველმა, ისაუბრა ”ბარსას” ყოფილ ფეხბურთელ ბოიან კრკიჩზე, რომელიც დღეს იტალიაში, ”რომას” რიგებში გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ კრკიჩმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ურთიერთგაგება ლურჯ-ბროწეულიფრების მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ იგი არ დამშვიდოდებია მწვრთნელს და არ უკონტაქტია მასთან მას შემდეგ რაც გუნდი დატოვა.
‘‘მე ამ თემის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ვიტყვი, რომ ყოველთვის არსებობს გუნდში ფეხბურთელი, რომელსაც არ აქვს სათამაშო პრაქტიკა. ”ბარსაში” ასეთი ფეხბურთელი გახლდათ სწორედ ბოიან კრკიჩი. ჩემი აზრით, მას უფრო უნდა ეაქტიურა გუნდში და ის მიზანსაც მიაღწევდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო იტალიაში”. – განაცხადა ბრაზილიელმა.



