Diari Segre ჩაუღრმავდა ლეო მესის კატალონიურ ფესვებს და კვლევის პროცესში აღმოაჩინა საინტერესო დამთხვევა, რომელიც ბოიანს უკავშირდება.
რა საერთო შეიძლება, რომ ჰქონდეთ მესისა და ბოიანს? შეიძლება ის, რომ ორივე მათგანი ერთდროულად თამაშობდა “ბარსელონაში”? გაზეთი Diari Segre გვთავაზობს თავის პასუხს აღნიშნულ შეკითხვაზე. ორივე მათგანის გენეოლოგიური ხის შესწავლის შედეგად, გაზეთის მტკიცებით აღმოაჩინეს ნათესაური კავშირი ბოიანსა და მესის შორის. თუ რამდენიმე კვირის წინ Diari Segre უბრალოდ სწავლობდა მესის კატალონიურ ფესვებს, ახლა მათ გამოსცეს დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მესი და ბოიანი შორეული ნათესავები არიან. გენეოლოგიური ხე აჩვენებს, რომ ხსენებული ფეხბურთელების დიდი ბაბუების ბაბუები ღვიძლი ძმები იყვნენ.
რამონ პერეს ლობერა (მესის ბაბუა) და პერეს გონსალო ლობერა (ბოიანის ბაბუა) მარიანო პერეს მირალესასა და ტერეზა ლობერას შვილები იყვნენ. უკანასკნელებმა 1846 წელს იქორწინეს. ამ მხრივ, ფეხბურთელების დიდი ბაბუები ბიძაშვილები იყვნენ და მათი ახლო ნათესაობა გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ-ერთმა შთამომავალმა (მესის ბებია) თავისი ბედი მესი ეუსებიო ბაროს დაუკავშირა და საცხოვრებლად შორეულ არგენტინაში გადავიდა. აი ასე გაიყარა მესისა და ბოიანის ერთობლივი ოჯახი, თუმცა თავად მისმა უდიდებულესობა “ბედმა” კვლავ მოინდომა ოჯახის შეკავშირება და ბიჭები დიდებულ კლუბში შეახვედრა ერთმანეთს.

