მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

კეიტამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

სამ დღიანი დასვენების შემდეგ, პირველი გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა. სეიდუ კეიტამ, რომელმაც მალის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა, დღეს პინტოსთან, მაქსველთან, ინიესტასთან, ფონტასთან და “ბარსა ბ”-ს 10 ფეხბურთელთან ერთად ივარჯიშა.

 

“ბარსას” პირველი გუნდი დღეს “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე შეიკრიბა, თუმცა არასრული შემადგენლობით. მოგეხსენებათ, ფეხბურთელები თავიანთი ქვეყნების ნაკრებებში არიან გამოძახებულები. ხოსეპ გვარდიოლამ გუნდი მცირე შემადგენლობით ავარჯიშა, თუმცა მას დღეს განკარგულებაში სეიდუ კეიტა ჰყავდა.

 

მომდევნო ვარჯიში ხვალ, ესპანეთის დროით საღამოს 18:00 საათზე გაიმართება. ამ დროისთვის პირველი გუნდის მოთამაშეთა უმეტესობა გვარდიოლას განკარგულებაში მოექცევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში