მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა აფრიკის თასზე ითამაშებს

კეიტა აფრიკის თასზე ითამაშებს

მალის ნაკრების აფრიკის თასზე გასვლა ლიბერიასთან ნათამაშები ფრის შემდეგ ნიშნავს, რომ იანვარში სეიდუ კეიტა ამ ტურნირზე გაემგზავრება და შეიძლება მან ”ბარსას” 12 მატჩი გამოტოვოს.

აფრიკის თასი 21 იანვარს იწყება. წესების თანახმად ნაკრებებს უფლება აქვთ ფეხბურთელები ტურნირის დაწყებამდე 14 დღით ადრე გამოიძახონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ 7 იანვარს. ბოლო სიტყვა მალის ნაკრების მწვრთნელზე იქნება, მაგრამ ასევე არსებობს წესი, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი ნაკრებში პირველი ვარჯიშის გამართვამდე 48 საათით ადრე უნდა გამოცხადდეს.

გთავაზობთ სეიდუ კეიტას შესაძლო გრაფიკს:

14 დღით ადრე გამოძახების შემთხვევაში

თუკი მალელს ნაკრებში 14 დღით ადრე გამოიძახებენ ის გამოტოვებს პრიმერას მატჩებს ”ესპანიოლთან” სახლში და ”ბეტისთან” გასვლაზე. ასევე სამეფო თასის 1/8 ფინალის 2 მატჩს, იმ შემთხვევაში თუ ”ბარსა” ამ ეტაპზე გავა.

ჯგუფური ეტაპის დროს 3 შეხვედრას

იმ დროს, როცა მალის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს გამართავს ”ბარსა” ითამაშებს სამეფო თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩს (კვლავ ამ ეტაპზე გავსლის შემთხვევაში), ასევე პრიმერას გასვლით მატჩებს ”მალაგასთან” და ”ვილიარეალთან”.

1/4 ფინალში შესაძლო გასვლა

თუ მალელები 1/4 ფინალში გავლენ კეიტა სამეფო თასის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებს, ასევე პრიმერას მატჩს ”ნოუ კამპზე” ”რეალ სოსიედადთან”.

ნახევარფინალი ან შეხვედრა მე-3 ადგილისთვის

თუ მალი 1/2 ფინალში გავა კეიტა სამეფო თასის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩს გამოტოვებს. თუ მისი ნაკრები დამარცხდება და მე-3 ადგილისთვის იბრძოლებს ის ”ოსასუნასთან” გასვლით მატჩს გამოტოვებს.

შესაძლო ფინალი

ყველაზე უარესი გვარდიოლასთვის და ”ბარსას” ფანებისთვის ის იქნება, თუ მალის ნაკრები ფინალში გავა. ამ შემთხვევაში სეიდუ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებს, თუ ”ბარსას” ამ ეტაპზე თამაშის უფლება ექნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში