ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი თვლის, რომ ”ბარსა” ყველა გუნდზე მაღლა დგას. იგი ლიონელ ანდრეს მესიზეც ამავე აზრზეა.
“დღეს ”ბარსელონა” ყველანაირ განზომილებაში ჯდება, ეს კლუბი ესპანეთის ნაკრებზეც მაღლა დგას იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ლიონელ ანდრეს მესი. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მასში არის გაერთიანებული ყველაფერი. ლეო ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას”.
”ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესპანეთის ნაკრები დღესდღეობით საუკეთესოა, მაგრამ ისიც თქვა, რომ გერმანია საკმაოდ გაძლიერდა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთი და გერმანია იქნებიან ფავორიტები.



