workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ცნობილმა ესპანურმა პორტალმა Sport.es ძალიან სახალისო რუბრიკა გააკეთა. ჟურნალისტებმა ცნობილ სპორტსმენებს და მწვრთნელებს სახალისო “ორეულები” მოუძებნეს. მაგალითად, “ბარსელონას” ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი მაკრ ნოფლერს მიამსგავსეს. გთავაზობთ ფოტო გალერეას.

 

მანიჩე “სპორტინგის” ფეხბურთელია. იგი ჰოლივუდის ვარსკვლავს, ჯიმ ქერის ძალიან ჰგავს.

 

მესუთ იოზილი. მას წარდგენა არ სჭირდება. წარდგენას არც ფრანკენშტეინი საჭიროებს. დამეთანხმებით, რომ მსგავსება აშკარად არის.

 

ქარიმ ბენზემა – მსოფლიო დონის ფორვარდი, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავს.

 

დრენტე ვარცხნილობითა და კანის შეფერილობით ძალიან წააგავს ვუპი გოლდბერგს.

 

სანდრო როსელის “ორეული” აშკარად უკეთ გამოიყურება. “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟურნალისტებმა ამერიკელ მსახიობს, ჯონ კრაიერს მიამსგავსეს.

 

ფენრანდო კოუტო პორტიგალიის ეროვნული ნაკრებისა და “პარმას” ყოფილი ფეხბურთელია.

 

ანჩელოტის “ორეული” ალეკ ბოლდუინია.

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი, ამჟამად “ანჟის” მწვრთნელი და კაპიტანი, მსოფლიო ჩემპიონი რობერტო კარლოსი ჟურნალისტებმა ძალიან გასწირეს.

 

დიეგო მილიტო ფრანჩესკოლის წააგავს. მათ სახის ერთნაირი მოყვანილობა აქვთ.

 

ლიორენტე დავითის ქანდაკებას მოგვაგონებს აღნაგობითა და თმის ვარცხნილობით.

 

დამეთანხმებით, აშკარად დიდი მსგავსებაა გუუს ჰიდინკსა და სუზან ბოილს შორის.

 

ყველასათვის კარგად ცნობილი კოლინა – მსაჯი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში უდიდესი პატივისცემით სარგებლობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward