მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონას” ტიაგო სილვას შეძენა სურს

”ბარსელონას” ტიაგო სილვას შეძენა სურს

იტალიური ”მილანის” ბრაზილიელი მცველი ”ბარსელონამ” შეიძლება მომდევნო ზაფხულს შეიძინოს. კატალონიელები ადრეც იყვნენ დაინტერესებული მცველით, მაგრამ მისი შეძენა გასულ ზაფხულს ვერ მოახერხეს.

ესპანურმა კლუბმა თანხა სესკ ფაბრეგასის და ალექსის სანჩესის შეძენისთვის დახარჯა, ამიტომაც მათ ტიაგო სილვას შესაძენად ფული აღარ დარჩათ. ”ბარსელონა” მუდმივად ცდილობას ბრაზილიელის შეძენას, რადგან აპრილში კარლეს პუიოლი 34 წლის ხდება, ხოლო აბიდალი შეიძლება ”პსჟ”-ში გადავიდეს.

”ბარსელონას” ერთი დაბრკოლება ექმნება. ტიაგო სილვას კონტრაქტი ”მილანთან” 2016 წლამდე აქვს გაფორმებული. იტალიელებმა ის ”ფლუმინენსედან” 10 მილიონ ევროდ შეიძინეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში