“ვალენსიას”, “ლივერპულის” და “ინტერის” ყოფილმა, ახლა კი უგუნდოდ დარჩენილმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალონიის “ბარსელონას” და ხოსეპ გვარდიოლას მიმართ.
“მე მხოლოდ კარგი მესმის გვარდიოლაზე. იგი ბრწყინვალეა. “ბარსელონა” შესანიშნავ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. კატალონიელები ტიტულს ტიტულზე იგებენ და რაც ყველაზე მთავარია, ამას ლამაზად აკეთებენ. ხოსეპი ძალიან ბევრს მუშაობს და იმსახურებს კიდეც ასეთ მიღწევებს. ჩემი აზრით, “ბლაუგრანას” შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ ჩანს. ისინი გააგრძელებენ გულშემატკივრისთვის სიამოვნების მინიჭებას ასეთი კარგი გამოსვლით.” -ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს El Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ ბოლო გუნდი, სადაც რაფამ იმუშავა იყო მილანის “ინტერი”, საიდანაც გამოგდებულ იქნა 2010 წელს.



