Mundo Deportivo-სა და Sport-ზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ “უეფამ” “ბარსელონა” 110,000 ევროთი დააჯარიმა იმ ორი დარღვევისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მონაკოში, ევროპის სუპერთასის დროს.
სანქციის ნაწილი ეხება “აზულგრანას” გულშემატკივრების ჯგუფის მიერ ჩადენილ ინციდენტს. შეგახსენებთ, რომ “ლუი II”-ის სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე, მატჩის მსვლელობისას კატალონიელთა მხარდამჭერებმა შაშხანები აანთეს.
სანქციის მეორე ნაწილი კი გამოწვეულია “ბარსას” სტადიონზე დაგვიანებული გამოცხადებით, რამაც საერთო ჯამში მატჩის დაწყებაზეც იქონია ზეგავლენა.
“ბარსელონას” 10 დღე აქვს “უეფას” გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.


