Jijantes-ის ინფორმაციით, მიხალ ჟუკი, რომელმაც “ბარსელონას” აკადემია გასულ წელს ოჯახური მიზეზებით დატოვა, “ლა მასიაში” ბრუნდება.
14 წლის პოლონელი ნახევარმცველი კადეტ ბ-ს რიგებში ითამაშებს. მასთან ერთად “ბარსაში” მიხალის ძმა, მილოშ ჟუკი იასპარეზებს, რომელიც პოლონეთში დაბრუნებამდე “ჟირონაში” ირიცხებოდა – ის ამიერიდან ინფანტილ ა-ში იქნება.
მიხალის დაბრუნება “ბარსელონას” მომავლისთვის უდიდესი ამბავია. 14 წლის ფეხბურთელი დიდებული დრიბლინგით, ბურთის კონტროლით, პასებითა და გოლებით გამოირჩევა.
მიხალ ჟუკი “ლა მასიაში” 2016-2022 წლებში ირიცხებოდა, პოლონეთში დაბრუნების შემდეგ კი “პოგონ შეცინში” თამაშობდა.




პოლონელებში ყველაზე მაგარი დრიბლიორი ვინც მახსენდება ზბიგნევ ბონიეკი იყო ( " იუვენტუსის " ლეგენდა ) ღმერთმა ქნას ბონიეკის ნახევარი კარიერა დადოს ჩვენთან
ან წასვლა რა იყო ან მოსვლა. კუბოს ბედი არ გაიზიაროს ამან.